აღწერილობა
კლოპირალიდი 300 გ/ლ
სელექციური, აღმოცენების შემდგომი, სისტემური ჰერბიციდი, რომელიც განკუთვნილია ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ, მათ შორის ისეთი ძნელად სამართავი სარეველების წინააღმდეგ, როგორიცაა მინდვრის ნარი, გვირილას, ღიჭას, მატიტელას სახეობები და სხვები.
სხვა პესტიციდებთან თავსებადობა: პრეპარატი თავსებადია მარცვლოვანებზე, სიმინდზე, რაფსზე, ჭარხალზე და სხვა კულტურებზე მოქმედების სხვადასხვა მექანიზმის ჰერბიციდების ფართო სპექტრთან. მაგალითად, შაქრის ჭარხლის და საკვები ჭარხლის ნათესებზე დასათრგუნი სარეველა მცენარეების სპექტრის გასაფართოებლად პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ორლებნიანი სარეველა მცენარეების გამანადგურებელ ისეთ ჰერბიციდებთან, გრამინიციდებთან ნარევის სახით, რომლებიც შექმნილია ფენმედიფამის, დესმედიფამის და ეთოფუმეზატის, ქლორდიაზონის, მეტამიტრონის, სულფონილშარდოვანას წარმოებულების საფუძველზე. ის თავსებადია აგრეთვე ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან.
შესასხურებელი აპარატის რეზერვუარში ავზის ნარევის მომზადების წინ საჭიროა პატარა მოცულობაში შესარევი პრეპარატების თავსებადობის, აგრეთვე სამუშაო სითხის სტაბილურობის და ფიტოტოქსიკურობის შემოწმება.
შესასხურებელი აპარატის ავზის წყალში პრეპარატების შერევა უნდა ხდებოდეს შემდეგი თანმიმდევრობით: დამატენიანებელი ფხვნილი (დფ) (წყალში ხსნად პაკეტებში) → დამატენიანებელი ფხვნილი (დფ) → წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგ) (მშრალი დენადი სუსპენზია (მდს)) → სუსპენზიის კონცენტრატი (სკ) (წყალ-სუსპენზიური კონცენტრატი (წსკ)) → სუსპენზიური ემულსია (სე) → ნანოემულსიის კონცენტრატი (ნეკ) (მიკროემულსიის კონცენტრატი (მეკ), მიკროემულსია (მე), ემულსიის კონცენტრატი (ეკ), ზეთიან-წყლიანი ემულსია (ზწე)) → ხაკერი 300 → წყალში ხსნადი გრანულები (წხგ)→ წყალში ხსნადი კონცენტრატი (წხკ)(წყალხსნარი) → წყალ-გლიკოლის ხსნარი (წგხ) → ზედაპირულად აქტიური ნივთიერება (ზან). ყოველი შემდეგი კომპონენტის დამატება ხდება წინა კომპონენტის სრულად გახსნის (დისპერგირების) შემდეგ. შერევის წინ რეკომენდებულია პრეპარატების შემოწმება ფიზიკურ თავსებადობაზე.
ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდებული დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მარცვლოვანი კულტურებისთვის, შაქრის ჭარხლისთვის, კომბოსტოსთვის, რაფსისთვის, მდოგვისთვის, სელისთვის, ხახვისთვის, მარწყვისთვის და მარცვლოვანი ბალახებისთვის.
შეზღუდვები: რეკომენდებულ ნორმებში გამოყენებისას ჰერბიციდი არ ახდენს უარყოფით გავლენას ზემოთხსენებულ კულტურებზე თესლბრუნვაში.
რეზისტენტობის გაჩენის შესაძლებლობა: ჰერბიციდის ხანგრძლივი გამოყენებისას არსებობს კლოპირადოლის მიმართ რეზისტენტი სარეველა ბალახების პოპულაციის ფორმირების ალბათობა. ამიტომ რეკომენდებულია ხაკერ 300-ს გამოყენება სხვა მოქმედების მექანიზმის მქონე ჰერბიციდებთან მონაცვლეობით.
| პრეპარატის ხარჯვის ნორმა, ლ/ჰა | კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი | სამიზნე ობიექტი | გამოყენების ხერხი, დრო და თავისებურებები. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა | ლოდინის პერიოდი (გამოყენების
ჯერადობა) |
| 0,16-0,66 | ხორბალი და საგაზაფხულო ქერი | ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველები (ღიჭა, მინდვრის ნარი) | ნათესებზე შესხურება აღერების ფაზამდე – მარცვლოვანი კულტურის ღეროს დაგრძელებამდე. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 50-300 ლ/ჰა (გამაფრქვეველების ტიპიდან გამომდინარე) | 57 (1)
|
| საშემოდგომო ხორბალი და ქერი | ნათესებზე შესხურება აღერების ფაზამდე – მარცვლოვანი კულტურის ღეროს დაგრძელებამდე. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 50-300 ლ/ჰა (გამაფრქვეველების ტიპიდან გამომდინარე) | |||
| 0,5-1,0 | სიმინდი | ნათესებზე შესხურება კულტურის 3-4 ფოთლის ფაზაში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 50-300 ლ/ჰა (გამაფრქვეველების ტიპიდან გამომდინარე) | 60 (1) | |
| 0,3-0,4 | მდოგვი | ნათესებზე შესხურება კულტურის 3-5 ფოთლის ფაზაში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 50-300 ლ/ჰა (გამაფრქვეველების ტიპიდან გამომდინარე) | 60 (1) | |
| 0,3-0,5 | საკვები ჭარხალი | კულტურის 1-5 წყვილამდე ნამდვილი ფოთლის ფაზაში.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა- 50-300 ლ/ჰა (შესასხურებლის ტიპის მიხედვით) |
60 (1) | |
| საფურაჟე ჭარხალი | -(1) | |||
| 0,1-0,2 | საკვები ჭარხალი | კულტურაზე შესხურება დაწყებული აღმონაცენის ფაზიდან ნამდვილი ფოთლების ჩამოყალიბებამდე, სარეველების პირველი და მეორე ტალღის წინააღმდეგ. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა- 50-300 ლ/ჰა (შესხურების ტიპის მიხედვით) | 60 (2) | |
| საფურაჟე ჭარხალი | -(2) | |||
| 0,3 – 0,6 | ხახვი (გარდა ფოჩებისთვის განკუთვნილი ხახვისა) | 2-ჯერ შესხურება, ორი ნამდვილი ფოთლის ფაზიდან დაწყებული. მეორედ დამუშავება ხდება პირველიდამ 3-4 კვირის შემდეგ. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 50-300 ლ/ჰა (გამაფრქვეველების ტიპიდან გამომდინარე) | 58 (2) | |
| 0,5-0,6 | მარწყვი | მრავალწლიანი ორლებნიანი (ღიჭა, მჟაუნა, ბაბუაწვერა) და ზოგიერთი ერთწლიანი (გვირილას, მატიტელას სახეობები) სარეველები | ზრდის ფაზაში მყოფი სარეველების დამუშავება მოსავლის აღების შემდეგ. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 50-300 ლ/ჰა (გამაფრქვეველების ტიპიდან გამომდინარე) | – (1) |
| 0,1-0,3 | სელი | ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი (ღიჭა, ნარი) სარეველები | შესხურება კულტურის ნამდვილი ფოთლების წარმოქმნის ფაზაში და მრავალწლიანი სარეველების როზეტის სტადიაზე. შესასხურებელი სითხის რაოდენობა: 50-300 ლ/ჰა (შესხურების ტიპის მიხედვით) | 60 (1) |
| 0,5-1,0 | საგაზაფხულო და საშემოდგომო რაფსი | ერთწლიანი ორლებნიანი და ზოგიერთი მრავალწლიანი სარეველები (ღიჭა, მინდვრის ნარი)
|
ნათესების შეწამლვა გაზაფხულზე მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველების როზეტის ფორმირების ფაზაში, საგაზაფხულო რაფსის 3-4 ნამდვილი ფოთლის წარმოქმნის ფაზიდან დაწყებული კულტურაზე ყვავილის კოკრების წარმოქმნამდე. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 50-300 ლ/ჰა (გამაფრქვეველების ტიპიდან გამომდინარე) | 60 (1)
|
| 0,4 | თეთრი კომბოსტო | ნათესების შეწამვლა ჩითილების გრუნტში გადატანის შემდეგ მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველების როზეტის ფორმირების ფაზაში. სამუშაო სითხის ხარჯი – 50-300 ლ/ჰა (გამაფრქვეველების ტიპიდან გამომდინარე) | ||
| 0,16-0,33 | გაზონები (მათ შორის სპორტული ნაგებობების ტერიტორიები) | ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველა მცენარეები (ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, გვირილა) | შეწამვლა ვეგეტაციის ფაზაში მყოფი სარეველების წინააღმდეგ პირველი გათიბვის შემდეგ. დამუშავებულ გაზონებზე ადამიანების ყოფნა აკრძალულია 3 დღის განმავლობაში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 50-300 ლ/ჰა (გამაფრქვეველების ტიპიდან გამომდინარე) | -(1) |






