ბლოგი

     საადრეო, იგივე საშემოდგომო წაყინვებისაგან დაზიანება ხდება მაშინ, როდესაც მცენარეები ყინვის დადგომამდე ვერ ასწრებენ სრულ მოსვენების პერიოდში გადასვლას. საადრეო-საშემოდგომო წაყინვებისაგან კაკლის ნარგაობის დასაცავად საჭირო ღონისძიებები, მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ჩატარებული აგრო ოპერაციების შემადგენელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. მაგალითისათვის, ნორმირებული რწყვა-გამოკვება, რათა ტალღისებურად არ წარიმართოს წაყინვისადმი მგრძნობიარე კაკლის მწვანე ნაწილების ზრდა-განვითარება. ასევე, მოსავლის აღების შემდეგ, ხეების […]

ბლის ე.წ. პროდუქტიულ საძირეებზე ნამყენი ბლების (გისელა 5, 6, 12 და სხვ.) სხვლა-ფორმირება, სრულიად განსხვავებულ წესებს მოითხოვს, ვიდრე ე.წ. ძლიერ საძირეებზე ნამყენი ბლებისა (ბალამწარა, ბალღოჯი, კოლტი და სხვ.) როდესაც ბაღი გაშენებულია დავუშვათ ბალამწარას საძირეზე, მებაღის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს, თუ როგორ მიიღოს მოსავალი ადრეულ წლებში და მეტნაკლებად შეზღუდოს ხის ენერგიული ზრდა, ხოლო პროდუქტიულ საძირეების შემთხვევაში, […]

რა არის ფუნგიციდი? მცენარეთა დაავადებები წარმოადგენენ მოსავლის დანაკარგების ერთ-ერთ ძირითად წყაროს, რომლებიც გამოწვეულნი არიან პათოგენური ორგანიზმებით. მათ შორის კი, სოკოვანი დაავადებები (ფოტო 1) მოსავლის დაკარგვის ნომერ პირველ მიზეზად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ბაქტერიები (ფოტო 3), ვირუსები (ფოტო 2) და ნემატოდებიც ასევე დაავადების და მოსავლის დანაკარგების გამომწვევი ორგანიზმებია.პათოგენური ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომების მსგავსად, მცენარეთათვის ასევე დამახასიათებელია სიმპტომები, რომელსაც იწვევენ […]

მრავალწლიანი გამოცდებისა და კლევების შედეგად, დადასტურებულია, რომ ბიოსტიმულატორები და ბიოსასუქები, რომლებიც მიკროორგანიზმებს შეიცავენ, ხელს უწყობენ კენკრის ხარისხის, ზომისა და წონის გაუმჯობესებას, რაც სრულებით არ არის საზიანო მცენარისთვის. გსურთ ამის შესახებ უფრო მეტის გაგება? მაშინ განაგრძეთ სტატიის კითხვა. ბოლო წლების განმავლობაში კენკროვანი კულტურების (ჟოლო, მარწყვი, ლურჯი მოცვი და სხვ.) გაყიდვების სტატისტიკა უფრო და უფრო იზრდება, რადგან […]

აბსოლუტური უმრავლესობა სანერგეების მიერ წარმოებული ბლის ნერგებისა, კვირტით ან კალმით ნამყენ ნერგებს წარმოადგენენ. მყნობის ადგილის ზემოთ, ხის ნაწილს ეწოდება ნამყენი, ხოლო მყნობის ადგილის ქვემოთ კი საძირე. ბლის ჯიშების გამოყვანის თანამედროვე მეთოდები, ძირითადად ორიენტირებულია ისეთი მახასიათებლების გაუმჯობესებაზე, როგორიცაა მოსავლიანობა, ნაყოფების გემო, ზომა, სიმკვრივე, ფერი, დასკდომის მიმართ გამძლეობა და დაავადებებისადმი რაც შეიძლება ნაკლები მიმღებიანობა. ამის საპირისპიროდ, საძირეების […]

ბლის ნაყოფების დასკდომას სერიოზული ეკონომიკური ზიანის მოყენება შეუძლია აგრობიზნესის მფლობელებისთვის. ამ წინააღმდეგობის დაძლევა შესაძლებელია გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლითა და კულტურული პრაქტიკის (ჯიში-საძირის კომბინაცია, სხვლა-ფორმირების ტიპები და სხვა), როლის გათვალისწინებით. ნაყოფის დასკდომას ორი მიზეზი აქვს: 1- გარეგანი – გამოწვეულია წყლის წვეთის ხანგრძლივი გაჩერებით ნაყოფის ზედაპირზე; 2- მცენარეში არსებული დიდი რაოდენობის წყალი, რომელიც ფესვებიდან შეიწოვება და ჭურჭელ-ბოჭკოვანი გზებით […]

მოცვი მრავალწლიან-ბუჩქოვან, კენკროვან მცენარეს წარმოადგენს. მისი წარმოება საქართველოში დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. ამ კულტურის მოვლა-მოყვანისას ქართველი ფერმერები გარკვეულ წინააღმდეგობებსა და პრობლემებს აწყდებიან, მცენარის ზრდა-განვითარებაზე და ნაყოფის ჩამოყალიბებაზე ბევრი ბიოტური თუ აბიოტური ფაქტორი ახდენს გავლენას. გვინდა შემოგთავაზოთ ორეგონის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული სტატია,  რომელიც ვფიქრობთ დაგეხმარებათ ამ კულტურის უკეთესად გაცნობაში. მაღალბუჩქოვანი მოცვის ჯიშები როგორც წესი 6-8 […]

ფოთლოვანი სასუქები, წარმოადგენენ როგორც მცენარეთა კვების პროგრამების ნაწილს, ასევე მცენარეებში რომელიმე საკვები ელემენტ(ებ)ის დეფიციტის გამოსასწორებელ საშუალებას. მაკრო და მიკრო ელემენტებით მცენარეთა გამოკვების პროგრამების პირველ სამიზნე არეალს ნიადაგი წარმოადგენს. სწორედ ნიადაგი არის მთავარი წყარო, საიდანაც მცენარეები მარაგდებიან საკვები ნივთიერებებით. ხოლო თუ ნიადაგიდან, მცენარის მიწის ზედა ნაწილების კვება ქსილემის საშუალებით არასაკმარისია მთელი რიგი ფაქტორების გამო, მაშინ ფოთლიდან […]

„იოტო აგრო“ საქართველოს ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. როგორც თავად ამბობენ დიდი მიზნები აქვთ და დღეს ამ და სხვა თემებზე თორნიკე თურმანიძე – „იოტო აგროს“ აგრონომთა გუნდის ხელმძღვანელი გაგვესაუბრება. პირველ რიგში, მკითხველს გავაცნოთ კომპანია, რა არის “იოტო აგრო” და რა მიზანს ემსახურება იგი? „იოტო აგრო“, მარტივად რომ ვთქვათ, ცოდნასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული აგრო სერვისების […]

Georgian