აღწერილობა
ციპერმეტრინი 250 გ/ლ
არასისტემური ინსექტიციდი კონტაქტური და პერორალური მოქმედებით, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. მცირე დოზებით მოქმედებს მავნებლების ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებზე და თრგუნავს მავნებლების კვების უნარს.
- მოქმედების მექანიზმი:
ციპერმეტრინი არის სწრაფად მოქმედი ნეიროტოქსინი, რომელიც მწერების ნერვულ სისტემაზეა ორიენტირებული. ნერვული უჯრედებში ის იწვევს უწყვეტ დეპოლარიზაციას, ჰიპერაგზნებას, კანკალს, დამბლას და ამ ყველაფრის განუწყეტელი მოქმედებით, მწერის სწრაფ სიკვდილს. ძირითადად მოქმედებს უშუალოდ მწერის სხეულზე მოხვდრის გზით, ანუ კონტაქტურად და მცენარის მწვანე ნაწილებზე შესხურებული აქტიური ნივთიერების გადაყლაპვის გზით, სწრაფი ნოკდაუნ ეფექტით (სიმპტომების გამოვლენა წუთებიდან საათამდე) და სრული ლეტალური შედეგით 24-48 საათში. ის ტოქსიკურია მწერებისთვის, ნაკლებად ძუძუმწოვრებისთვის, ნატრიუმის არხების მგრძნობელობისა და მეტაბოლიზმის განსხვავებების გამო. - პროდუქტის უპირატესობები:
მოქმედების დიდი დიაპაზონი – უმკლავდება მავნებლების ფართო სპექტრს. მათ შორის: ბუგრებს, ჭიჭინობელებს, თრიფსებს და სხვადასხვა ხოჭოებს. ანტი-რეზისტენტულ პროგრამებში შეუცვლელია პეპლებისა და მათი მატლების, ფრთათეთრების, კოღოების, ორფრზთიანების (ბუზები), ტარაკნების და პირუტყვში ექტოპარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად.
სწრაფი ლეტალური შედეგი – უზრუნველყოფს მავნებლების სწრაფ შემცირებას, იდეალურია მავნებელი მწერების უკონტროლო გამრავლების დროს.
ხანგრძილივი ნარჩენი აქტივობა – ნარჩუნდება დღეებიდან კვირებამდე დამუშავებულ ზედაპირებზე (უფრო დიდხანს შენობაში/ინერტულ მასალებში).
ეკონომიური და მრავალმხრივი – ფართოდ ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში (ბოსტნეული, ხეხილი), საზოგადოებრივ ჯანდაცვაში (კოღოების კონტროლი) და სასაწყობებე შენობებში.
დაბალი ტოქსიკურობა ძუძუმწოვრებისთვის, ამავე ჯგუფის სხვა ძველ ინსექტიციდებთან შედარებით.
ფოტოსტაბილური და წვიმისადმი მდგრადი – უფრო სტაბილურია სინათლისა და ამინდის მიმართ, ვიდრე ზოგიერთი ადრეული პირეტროიდი, რაც აუმჯობესებს მის მინდვრად გამოყენებას. - მოქმედების ძალიან ფართო სპექტრი
- მავნებლების სწრაფი კონტროლი
- ორმაგი მოქმედება – კონტაქტური და ნაწლავური
- გამოყენება პრაქტიკულად ყველა ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის
- მაღალტექნოლოგიური ფორმულა
| პრეპარატის ხარჯვის ნორმა, ლ/ჰა | კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი | სამიზნე ობიექტი | გამოყენების ხერხი, დრო და თავისებურებები. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა | ლოდინის პერიოდი (გამოყენების
ჯერადობა) |
| 0,3 | სიმინდი (ზეთის მისაღები სიმინდის გარდა) | ბამბის ხვატარი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | 20 (2) |
| 0,15 | სიმინდის ხვატარი | |||
| 0,2 | საგაზაფხულო და საშემოდგომო ხორბალი | მავნე კუსებურები, მარცვლეულის ბუგრი, ჭია-წურბელა, თრიფსები, პურის ბზუალა ხოჭო | ||
| 0,2-0,25 | მარცვლეულის ბუზი | |||
| 0,2 | პურის რწყილი | აღმონაცენების დასხურება. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 100-200 ლ/ჰა | ||
| 0,15-0,2 | საშემოდგომო ხორბალი | ჭია-წურბელა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | 20 (2) |
| 0,3 | პურის ბზუალა | აღმონაცენების დასხურება. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 100-200 ლ/ჰა | 20 (1) | |
| 0,2-0,25 | საგაზაფხულო და საშემოდგომო ქერი | მარცვლეულის ბუზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | 20 (2) |
| 0,1-0,2 | ჭია-წურბელა | |||
| 0,2 | პურის რწყილი | აღმონაცენების დასხურება. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 100-200 ლ/ჰა | ||
| 0,2 | მზესუმზირა | მინდვრის ხვატარი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | 20 (1) |
| 0,1-0,16 | კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო | ||
| 0,16 | კარტოფილის ჩრჩილი | |||
| 0,48 | ვირუსული დაავადებების გადამტანი ბუგრი | – (4) | ||
| 0,2 | ჭარხალი | მედლოს ფარვანა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | 20 (1)
|
| 0,4 | ჭარხლის რწყილები | აღმონაცენების დასხურება. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 100-200 ლ/ჰა | 60 (1) | |
| შემოდგომის ნათესების ხვატარი | 20 (2) | |||
| 0,16 | კომბოსტო | თეთრულები, კომბოსტოს ხვატარი, კომბოსტოს ჩრჩილი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | 25 (3) |
| 0,3 | სოია | პარკოსნების ჩრჩილი, მდელოს ფარვანა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | 28 (2) |
| 0,1-0,3 | ბარდა | ბარდას ბუგრები, ბარდას ხოჭო, ბარდას პარკის ჩრჩილი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | 20 (2) |
| 0,24 | იონჯა | მდელოს ფარვანა, ფოთლის ცხვირგრძელები | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | – (2) |
| 0,16 | რაფსი | რაფსის ყვავილჭამია | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | 25 (3) |
| 0,14-0,24 | სელი | რწყილები | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | -(1) |
| 0,14-0,24 | საძოვრები, ველური მცენარეულობა, კალიებით დასახლებული ნაკვეთები | კალიები | ახალგაზრდა ლარვების განვითარების პერიოდში შესხურება.უსაფრთხო პერიოდი დამუშავებულ ტერიტორიებზე – გამოყენებიდან არა უადრეს 14 დღისა. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა | -(1) |
| 0,2-0,38 | ვაზი | ყურძნის ჭია | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. კონცენტრაცია – 0,04%. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 500-1000 ლ/ჰა | 25 (3) |






