აღწერილობა
ესფენვალერატი 50 გ/ლ
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ინსექტიციდი, აქტიურია კოლეოპტერას (Coleoptera), ლედიოპტერას (Ledioptera), დიპტერას (Diptera), ჰომოპტერას (Homoptera), ჰემიპტერას (Hemiptera) წინააღმდეგ.
სხვა პესტიციდებთან თავსებადობა: თავსებადია პესტიციდების უმრავლესობასთან, გარდა ძლიერი ტუტე ან მჟავე რეაქციის მქონე პრეპარატებისა. ნარევის მომზადებისას პრეპარატების დამატება ავზის წყალში უნდა ხდებოდეს შემდეგი თანმიმდევრობით: დამატენიანებელი ფხვნილი (დფ) (წყალში ხსნად პაკეტებში)→ დამატენიანებელი ფხვნილი (დფ) → წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგ)(მშრალი დენადი სუსპენზია (მდს)) → სუსპენზიის კონცენტრატი (სკ) (წყალ-სუსპენზიური კონცენტრატი (წსკ))→ სუსპენზიური ემულსია (სე) → სემპაი, ემულსიის კონცენტრატი (ეკ) → ნანოემულსიის კონცენტრატი (ნეკ) (მიკროემულსიის კონცენტრატი (მეკ), მიკროემულსია (მე), ემულსიის კონცენტრატი (ეკ), ზეთიან-წყლიანი ემულსია (ზწე)) → წყალში ხსნადი გრანულები (წხგ)→ წყალში ხსნადი კონცენტრატი (წხკ)(წყალხსნარი) → წყალ-გლიკოლის ხსნარი (წგხ) → ზედაპირულად აქტიური ნივთიერება (ზან). ყოველი შემდეგი კომპონენტის დამატება ხდება წინა კომპონენტის სრულად გახსნის (დისპერგირების) შემდეგ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა შესარევი კომპონენტების შემოწმება ქიმიურ თავსებადობაზე და ფიტოტოქსიკურობაზე დასამუშავებული კულტურის მიმართ.
ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდებული დოზების გამოყენებისას მცენარეებისთვის ტოქსიკური არ არის: რეგლამენტების დაცვისას კულტურული მცენარეები ავლენენ პრეპარატისადმი ტოლერანტობის საკმაოდ მაღალ დონეს.
შეზღუდვები: შეზღუდვები მოსავლის როტაციის/თესლბრუნვის მიხედვით არ აქვს.
რეზისტენტობის გაჩენის შესაძლებლობა: მავნებლების რეზისტენტობის განვითარების თავიდან ასაცილებლად სასურველია პრეპარატის პერიოდული ჩანაცვლება სხვა ქიმიური კლასის ინსექტიციდებით.
პრეპარატის ხარჯვის ნორმა, ლ/ჰა კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი სამიზნე ობიექტი
გამოყენების ხერხი, დრო და თავისებურებები. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) 0,5-1,0 ვაშლი ვაშლის ნაყოფჭამია, ფოთოლხვევიები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,08% კონცენტრაციით. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 600-1200 ლ/ჰა 30 (1) 0,5-1,0 სიმინდი, მზესუმზირა, სოია ბამბის ხვატარი (კოლოფა ჭია) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა 0,2 რაფსი კომბოსტოს ჩრჩილი
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა 0,2 კომბოსტო კომბოსტოს და თალგამის თეთრულა, კომბოსტოს ხვატარი, კომბოსტოს ჩრჩილი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა 0,2 სელი სელის რწყილი – (1) 0,5-1,0 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშები ფიჭვის მავნებელთა ნაირსახეობები; მღრნელი და მწუწნი პირის აპარატის მქონე მავნებელთა ნაირსახეოებები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სოკოების და კენკრის შესაგროვებლად უსაფრთხო პერიოდი დამუშავებულ ტერიტორიებზე – გამოყენებიდან არა უადრეს 30 დღისა. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 600 ლ/ჰა, საჰაერო შესხურების დროს – 3-25 ლ/ჰა -(1)






