აღწერილობა
ოქსიფლუორფენი 240 გ/ლ
ოქსიგლობი 240 მაღალეფექტური კონტაქტურ-სელექციური ნიადაგის ჰერბიციდია ერთწლიანი ფართოფოთლიანი და ზოგიერთი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ და გამოიყენება როგორც აღმოცენებამდე, ასევე აღმოცენების შემდეგ ადრეულ პერიოდში. იგი გამოიყენება ვაშლის, მზესუმზირის, ხახვის, ნივრისა და ციტრუსის კულტურებში.
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
ოქსიგლობი 240-ის გამოყენების ორნაირი ხერხი არსებობს: 1.როდესაც ნიადაგი თავისუფალია სარეველებისგან და კულტურა 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში იმყოფება; 2. როდესაც სარეველები 10 -15 სმ სიმაღლისაა.
აღნიშნული ჰერბიციდის გამოყენებამდე ნიადაგი კარგად უნდა იყოს დამუშავებული და მოსწორებილი ნარჩენებისგან. ასევე, ნიადაგი უნდა იყოს ტენიანი, ჰაერის ტემპერატურა კი +10 გრადუსი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება წვიმის შემდეგ ან/და შესხურების შემდეგ, თუ 3-4 საათში წვიმაა მოსალოდნელი. და რაც მთავარია, იგი ნიადაგზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
ჰერბიციდის გამოყენების შემდეგ აღარ ტარდება სხვა მექანიკურად შესასრულებელი სამუშაოები 3-7 დღის განმავლობაში, რათა არ მოხდეს პრეპარატის მიერ წარმოქმნილი ეკრანის დარღვევა და მისი მოქმედება მაქსიმალურად ეფექტური იყოს.
მოქმედების სისწრაფე და ხანგრძლივობა:
ოქსიგლობი 240-ის გამოყენების შემდეგ სარეველაზე მოქმედების პირველი ნიშნები (ქლოროზი, ნეკროზი) აღინიშნება შესხურებიდან 2-3 დღის შემდეგ, სრულად კი ნადგურდება 1-2 კვირის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- მაღალეფექტურია ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
- სარეველების სწრაფი განადგურება, რადგან იგი აზიანებს ღივების ზრდის წერტილს.
- არ გადაადგილდება მცენარის შიგნით და არ შეიწოვება ფესვებიდან წყალთან ერთად, ამიტომ გამორიცხულია პრეპარატის ნარჩენების მოხვედრა ნაყოფში.
- არ გამოირეცხება, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს ხანგრძლივ და ეფექტურ დაცვას.
- არ გააჩნია შეზღუდვა თესლბრუნვაში.
კულტურა | მავნე ობიექტი | პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) | კომენტარი |
ვაშლი | ბაბუაწვერა, შვრიელა, მხოხავი ჟანგა, ყვითელი ძიძო, ქუთქუთა, ძურწა, მინდვრის მდოგვი |
0.2-0.3 |
აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომ გამოყენება |
კაკალი, ნუში | ჯიჯლაყასებრნი (ნაცარქათამა) | 2.0-4.0 | აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომ გამოყენება |
დანდური, ძურწა | 0.2-0.3 | ||
მსხალი | ჯიჯლაყასებრნი (ნაცარქათამა) | 2.0-4.0 |
აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომ გამოყენება |
ბაბუაწვერა, შვრიელა, მხოხავი ჟანგა, ყვითელი ძიძო, ქუთქუთა, ძურწა, მინდვრის მდოგვი | 0.2-0.3 | ||
ატამი, ქლიავი | ჯიჯლაყასებრნი (ნაცარქათამა) | 2.0-4.0 | აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომ გამოყენება |
ვაზი | დანდური, შალაფა | 1.5-3.0 | აღმოცენებამდე გამოყენება |
ლიმონი, ლაიმი, მანდარინი, ფორთოხალი, გრეიფრუტი | გლერტა |
0.25-0.3 |
აღმოცენებამდე გამოყენება, აღმოცენების შემდეგ საწყის ფაზაში გამოყენება ტენიან ნიადაგზე |
ხახვი |
ჯიჯლაყასებრნი (ნაცარქათამა) | 1.0-2.0 | გადარგვამდე 1-5 დღით გამოყენება ტენიან ნიადაგზე. გადარგვიდან 15-20 დღეში 3-4 სმ სიგრძის სარეველებზე, ტენიან ნიადაგზე (400 ლ/ჰა წყალი) |
დანდური | 0.3-0.55 | ||
რძიანასებრნი | 1.0 | ||
ნიორი |
დანდური | 0.5-0.75 | გადარგვიდან 15-20 დღეში ტენიან ნიადაგზე, როდესაც მცენარე მინიმუმ 8-10 სმ სიგრძისაა, ან 2-3 ფოთლის ფაზაშია. |