აღწერილობა
ქლორანტრანილიპროლი 200 გ/ლ
კოლაიდერი მოქმედების ფართო სპექტრის მქონე კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდია, რომელიც აქტიურია ლეპიდოპტერას (Lepidoptera), ჰომოპტერას (Homoptera), ჰემიპტერას (Hemiptera) წინააღმდეგ.
მოქმედების მექანიზმი:
ქლორანტრანილიპროლი მწერის ნერვულ-კუნთოვან სისტემაში მოქმედებს როგორც რიანოდინის რეცეპტორების მოდულატორი. ის სპეციფიკურად უკავშირდება და ააქტიურებს რიანოდინის რეცეპტორებს (RyR) მწერების კუნთების უჯრედებში, რაც იწვევს შენახული
კალციუმის იონების ჭარბ და უკონტროლო გამოთავისუფლებას. საბოლოოდ, ეს მოვლენები იწვევენ კუნთების დისფუნქციას: კვების სწრაფ შეწყვეტას (კვების საწინააღმდეგო ეფექტი დგება წუთებში) და კუნთების დამბლას. სრული კოლაფსი დგება
როგორც წესი 1-3 დღეში.
ქლორანტრანილიპროლი ძირითადად მოქმედებს გადაყლაპვის გზით (გარკვეული კონტაქტური/ ტრანსლამინარული აქტივობით), საუკეთესოდ მოქმედებს ლარვის სტადიებზე, მაგრამ ასევე მოქმედებს კვერცხებსა და ზრდასრულ ინდივიდებზეც. მისი მაღალი სელექციურობა მწერების რიანოდინის რეცეპტორების (RyR) მიამართ, (ხერხემლიანთა რეცეპტორები 1000-ჯერ ნაკლებად
მგრძნობიარეა) ხსნის მის დაბალ ტოქსიკურობას ცხოველების, ფრინველების, თევზების და ასევე, მრავალი სასარგებლო მწერის მიმართ.
პროდუქტის უპირატესობები:
• მაღალი ეფექტურობა პეპლების (lepidoptera), ხოჭოების (coleoptera) და ორფრთიანები,ბუზები (diptera) ძირითადი სახეობების მავნებელი მწერების წინააღმდეგ, მრავალ კულტურაში.
• კოლორადოს ხოჭოს სრული კონტროლი კარტოფილზე – მცენარეების დაზიანების თავიდან აცილება ლარვებისა და ზრდასრული მწერების მიერ.
• მაღალი ოვიციდური და ლარვიციდური აქტივობა.
• შესხურების შემდეგ, მავნებელი მწერი დაუყოვნებლივ წყვეტს კვებას.
• წვიმისმიერი ჩამორეცხვისადმი მდგრადობა
• ფუტკრების და სხვა სასრგებლო მწერებისთვის დაბალი ტოქსიკურობა
• საჰაერო (დრონი) გზით გამოყენების შესაძლებლობა
გამოყენების ინსტრუქცია:
ვეგეტაციის მანძილზე სიმინდის და მზესუმზირის კულტურების დამუშავება შემოდგომა-ზამთრის ნათესების ხვატარის წინააღმდეგ, ნათესების აღმოცენების შემდეგ.
კარტოფილზე კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ საბრძოლველად, შესხურება უნდა მოხდეს კვერცხის დება-პირველი სტადიის მატლების გამოჩენის დროს.
ვაშლის ბაღებსა და ვენახებში, კოლაიდერით დამუშავება ხორციელდება ვაშლის ნაყოფჭამიისა და ყურძნის ჭიის მასობრივი კვერცხდების და მატლების გამოჩეკვის დაწყებას შორის პერიოდში.
პრეპარატის ხარჯვის ნორმა, ლ/ჰა კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი სამიზნე ობიექტი გამოყენების ხერხი, დრო და თავისებურებები. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
0,04-0,06 ღია გრუნტის პომიდორი კოლორადოს ხოჭო შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა 21 (2) 0,15-0,2 ბამბის ხვატარი (კოლოფა ჭია) 0,04-0,05 კარტოფილი კოლორადოს ხოჭო 7 (2) 0,1-0,15 მზესუმზირა მინდვრის ხვატარი მზესუმზირას პეპელა 21 (2) შემოდგომის ნათესების ხვატარი შესხურება აღმოცენების პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 100-200 ლ/ჰა სიმინდი შემოდგომის ნათესების ხვატარი სიმინდის ხვატარი. ბამბის ხვატარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა 0,15-0,3 კომბოსტო კომბოსტოს ჩრჩილი, კომბოსტოს ხვატარი, კომბოსტოს ბუგრი. 7 (2) 0,15-0,3 ვაშლი ვაშლის ნაყოფჭამია, ფოთოლხვევიები. შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 800-1500 ლ/ჰა 21 (2) 0,15-0,25 ვაზი ფოთოლხვევიები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 600-1000 ლ/ჰა 0,15-0,25 ბარდა, სოია ბარდას ჩრჩილი, ბარდას მემარცვლია, ბუგრები, მარწყვის ცხვირგრძელა, სოიოს ჩრჩილი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა 21 (2)






