აღწერილობა
ფლუდიოქსონილი 200 გ/ლ
კლეიმორი კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდია, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, მათ შორის ნაყოფის ლპობის, ნაცრისფერი სიდამპლისა და სხვა შენახვის პერიოდში განვითარებადი დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლისთვის.
თავსებადობა სხვა პესტიციდებთან: პრეპარატი თავსებადია სხვა პესტიციდებთან, გარდა ძლიერი მჟავა ან ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატებისა. თუ პრეპარატი კლეიმორი, სუსპენზიის კონცენტრატი (სკ) გამოიყენება სხვა პესტიციდებთან ნარევში, შესასხურებელი აპარატის ავზში გახსნისას საჭიროა შემდეგი თანმიმდევრობის დაცვა: დამატენიანებელი ფხვნილი (დფ) → დამატენიანებელი ფხვნილი (დფ) → წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგ)(მშალი დენადი სუსპენზია (მდს)) → კლეიმორი, სუსპენზიის კონცენტრატი (სკ) →სუსპენზიის კონცენტრატი (სკ) (წყალ-სუსპენზიური კონცენტრატი (წსკ)) → სუსპენზიური ემულსია (სე) → ნანოემულსიის კონცენტრატი (ნეკ) (მიკროემულსიის კონცენტრატი (მეკ), მიკროემულსია (მე), ემულსიის კონცენტრატი (ეკ), ზეთიან-წყლიანი ემულსია (ზწე)) → წყალში ხსნადი გრანულები (წხგ)→ წყალში ხსნადი კონცენტრატი (წხკ)(წყალხსნარი) → წყალ-გლიკოლის ხსნარი (წგხ) → ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ზან). ყოველი შემდეგი კომპონენტის დამატება ხდება წინა კომპონენტის სრულად გახსნის (დისპერგირების) შემდეგ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა შესარევი კომპონენტების შემოწმება ქიმიურ თავსებადობაზე და ფიტოტოქსიკურობაზე დასამუშავებული კულტურის მიმართ.
ფიტოტოქსიკურობა: გამოყენების რეგლამენტის დაცვის შემთხვევაში ფიტოტოქსიკური არ არის.
შეზღუდვები: შეზღუდვები მოსავლის როტაციის/თესლბრუნვის მიხედვით არ აქვს.
რეზისტენტობის გამოვლენის შესაძლებლობა: პრეპარატისადმი რეზისტენტობის გაჩენის შემთხვევები გამოვლენილი არ არის, მაგრამ მისი შესაძლო გაჩენის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სხვა ქიმიური კლასების პრეპარატებთან მისი როტაციულად გამოყენება.
| პრეპარატის ხარჯვის ნორმა, ლ/ჰა | კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი | სამიზნე ობიექტი | გამოყენების ხერხი, დრო და თავისებურებები. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა | ლოდინის პერიოდი (გამოყენების |
| 1,0 | ვაშლი | ქეცი, ნაყოფის შენახვისას გამოწვეული დაავადებები, რომელთაც იწვევენ Monilinia, Cleosporium, Penicillium, Botrytis და Alternaria გვარის პათოგენები. | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ნაყოფის დამწიფების ფაზაში (მოსავლის აღებამდე 21 და 10 დღით ადრე). სამუშაო ხსნარის მოცულობა- 1000 ლ/ჰა | 12 (2) |
| 1,5 – 2,5 | ვაზი | ნაცრისფერი სიდამპლე, მარცვლების შავი სიდამპლე. | შესხურება ვეგეტაციის პერიოდის შემდეგ ფაზებში: ყვავილობის ბოლოს, მარცვლების მტევნებში ფორმირებისას, მარცვლების შეფერვის დასაწყისი. სამუშაო ხსნარის მოცულობა – 800-1000 ლ/ჰა | 20 (3) |
| 1,0-1,2 | ხახვი | ხახვის ღერო-ფოთლის დამწვრობა, ალტერნარიოზი. | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შესხურება – პროფილაქტიკური, შემდეგი – 7-10 დღის ინტერვალით. სამუშაო ხსნარის მოცულობა – 200-400 ლ/ჰა. | 7 (3) |
| 1,0 – 1,2 | მარწყვი | ნაცრისფერი სიდამპლე | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შესხურება – ყვავილობის დაწყების ფაზაში, შემდეგი – 7-10 დღის ინტერვალით. სამუშაო ხსნარის მოცულობა – 200-500 ლ/ჰა. | (3) |
| 1,0 – 1,2 | პომიდორი | ნაცრისფერი სიდამპლე | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შესხურება – პროფილაქტიკური, შემდეგი – 10-14 დღის ინტერვალით. სამუშაო ხსნარის მოცულობა – 1000 ლ/ჰა | (3) |






