აღწერილობა
ემამექტინ ბენზოატი 5%
- ეტიკუსი კონტაქტური და ნაწლავური მოქმედების ტრანსლამინარული ინსექტიციდია, რომელიც სწრაფად აღწევს მცენარეულ ქსოვილებში და დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს.
- მოქმედების მექანიზმი: ფოთლებზე შესხურებისას მისი მოქმედი ნივთიერება, ემამექტინ ბენზოატი, აღწევს მცენარის ქსოვილში და მასში გროვდება რეზერვების სახით, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ და ხანგრძლივ აქტივობას მავნებლელთა წინააღმდეგ. ისინი შთანთქავენ ამ ნივთიერებას უშუალოდ კონტაქტის ან ჩაყლაპვის გზით. ეტიკუსი თრგუნავს მატლის განვითარებას კვერცხის შიგნით, ამიტომ შესხურების დაწყება რეკომენდებულია მავნებლის ფრენის და კვერცხდების პერიოდში. ყველაზე ეფექტურია მავნებლის კვერცხის ან მცირე ხნოვანების მატლის ფაზაში.
- პრეპარატის უპირატესობები:
-
- ეფექტურობა ტემპერატურისა და ტენიანობის ფართო დიაპაზონში.
- სწრაფი მოქმედების ეფექტი მავნებლის პეპლისა და მატლის ფაზაში, ოვიციდური ეფექტის გამო კი კვერცხის ფაზაში მატლის განვითარების დათრგუნვა.
- ხანგრძლივი დაცვა
- უსაფრთხოა ენტომოფაგებისთვის (სასარგებლო მწერები) შესხურებიდან 24 საათის შემდეგ.
- ანტერეზისტენტული პროგრამებისთვის წარმოადგენს შეუცვლელ პრეპარატს.
- ეფექტურია ფარულად მცხოვრები პეპლების მატლების (ჩრჩილების) წინააღმდეგ.
- მოქმედების სიჩქარე და ხანგრძლივობა: დამუშავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მავნებლები წყვეტენ მოძრაობას და კვებას, ხოლო 1-3 დღის შემდეგ სრულად იღუპებიან. ეტიკუსის აქტივობა ნარჩუნდება 10-15 დღის განმავლობაში შესაბამისი გარემო-პირობების გათვალისწინებით.
კულტურა მავნებელი გამოყენების დოზა ლოდინის პერიოდი ვაშლი, მსხალი ვაშლის ნაყოფჭამია, მენაღმე ჩრჩილი 0,4-0,5 ლ/ჰა 7 დღე ატამი, ვაშლატამა (ნექტარინი), გარგარი აღმოსავლური ნაყოფჭამია, მენაღმე ჩრჩილი, ფოთოლხვევიები, ატმის ყლორტის ჭია, ხმელთაშუა ზღვის ბუზი, ატმის ბუზი 0,4-0,5 ლ/ჰა 7 დღე ქლიავი, ტყემალი ქლიავის ნაყოფჭამია, აღმოსავლური ნაყოფჭამია, ფოთოლხვევიები, მენაღმე ჩრჩილი 0,4-0,5 ლ/ჰა 7 დღე ბალი, ალუბალი ალუბლის ბუზი, ფოთოლხვევიები, მენაღმე ჩრჩილი, დროზოფილა 0,5 ლ/ჰა 7 დღე კაკალი კაკლის ნაყოფჭამია 0.4-0,5 ლ/ჰა 7 დღე ზეთისხილი ზეთისხილის ნაყოფჭამია,
ჟასმისნის ჩრჩილი, ზეთისხილის ბუზი0,5 ლ/ჰა 7 დღე ვაზი ყურძნის ჭია 0,3-0,5 ლ/ჰა 10 დღე პომიდორი ბამბის ხვატარი, იგივე კოლოფა ჭია 0,3-0,4 ლ/ჰა 5 დღე სიმინდი სიმინდის ხვატარი, სიმინდის ფარვანა 0,3-0,4 ლ/ჰა 7 დღე მზესუმზირა სიმინდის ხვატარი 0,3-0,4 ლ/ჰა 7 დღე კომბოსტო კომბოსტოს ჩრჩილი, კომბოსტოს ხვატარი, კომბოსტოს თეთრულა 0,2-0,3
ლ/ჰა7 დღე სოიო, ლობიო და სხვა პარკოსნები მდელოს ფარვანა, ლობიოს ჩრჩილი, ეკლის პეპელა, სელის ხვატარი 0,2-0,3
ლ/ჰა7 დღე