აღწერილობა
მალათიონი 570 გ/ლ
ალიოტი მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ინსექტიციდია, რომელიც ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება ისეთი მავნებლების წინააღმდეგ როგორიცაა ბუგრი, თრიფსი, ღეროს ფარვანა, სიმინდის ფარვანა და ბამბის ხვატარი.
მოქმედების მექანიზმი:
მალათიონი სამიზნე მწერზე მოხვედრისას, გარდაიქმნება უფრო ტოქსიკურ ფორმად, მალაქსონად. მალაქსონი შეუქცევადად აინჰიბირებს ფერმენტ აცეტილქოლინესტერაზას (AChE) მავნებლის ნერვულ სისტემაში. შედეგად, მწერის სხეულში სწრაფად გროვდება ტოქსინები, რაც
იწვევს ნერვული სისტემის ზედმეტ სტიმულაციას, ჰიპერაგზნებას, კანკალს, დამბლას, სუნთქვის უკმარისობას და საბოლოოდ მწერის სწრაფ სიკვდილს.
ძუძუმწოვრებში მალათიონს ნაკლებად ტოქსიკურია, რადგან ის სწრაფად დეტოქსიკირდება კარბოქსილესტერაზებით, სანამ მალაქსონის დიდი ნაწილი წარმოიქმნება, რაც მას სხვა ორგანოფოსფატებთან შედარებით დაბალ ტოქსიკურობას ანიჭებს.
პროდუქტის უპირატესობები:
• სამმაგი მოქმედება – კონტაქტური, ნაწლავური და ნაწილობრივი ფუმიგაცია
• მწუწნი და მღრღნელი პირის აპარატის მქონე მავნებელი მწერებისა და ტკიპების განადგურება
• მაღალეფექტურია პირეტროიდული ინსექტიციდების მიმართ მდგრადი მავნებლების
პოპულაციების წინააღმდეგ.
| პრეპარატის ხარჯვის ნორმა, ლ/ჰა | კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი | სამიზნე ობიექტი | გამოყენების ხერხი, დრო და თავისებურებები. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა | ლოდინის პერიოდი (გამოყენების
ჯერადობა) |
| 0,5-1,2 | ხორბალი
საგაზაფხულო, საშემოდგომო |
ბუგრები, თრიფსები | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა |
40 (1) |
| 1,0-1,5 | სიმინდი, მზესუმზირა | ბამბის ხვატარი, სიმინდის ფარვანა, ღეროს ფარვანა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა – 200-400 ლ/ჰა |
|
| 0,6-1,0 | სოია, რაფსი | ბამბის ხვატარი | ||
| 1,5 | კარტოფილი | ბუგრები | ||
| 0,4-0,8 | სელი | სელის ჩრჩილი | ||
| 0.8 მლ/მ2 | ჩაუტვირთავი სასაწყობე საწარმოების ტერიტორია | დახურულ სივრცეში არსებული მავნებლები |






