აღწერილობა
ტებუკონაზოლი 430 გ/ლ
- ზოლო 430-ს დაცვითი და სამკურნალო მოქმედება ახასიათებს სისტემური თვისებებით და გააჩნია ხანგრძლივი დაცვის უნარი. მისი მოქმედი ნივთიერება ტებუკონაზოლი არის FRAC 3 ჯგუფის სისტემური მოქმედების მქონე ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.
- მოქმედების მექანიზმი:პრეპარატი შესხურებიდან 2-4 საათის განმავლობაში აღწევს მცენარეში, რის შემდეგაც უკვე შესამჩნევი ხდება მოქმედების ეფექტი. ფუნგიციდური დაცვის პერიოდს კი შესხურებიდან 4-5 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს.პათოგენი სოკოს სპორები შეიცავენ სტეროლს, რომელიც საჭიროა უჯრედის მემბრანების ფორმირებისთვის. სტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბიტორი (FRAC 3) ფუნგიციდების გამოყენებისას, სპორა როგორც კი აღმოცენდება, მოქმედი ნივთიერება იწყებს მასში სტეროლების დათრგუნვას, რითაც სპორებში სტეროლების მარაგი მცირდება, ჩერდება მათი შემდგომი ზრდა მცენარეულ ქსოვილში და აღმოიფხვრება პათოგენის შემდგომი ზრდა ინფექციის დასაწყისშივე. აქედან გამომდინარე ანიჭებენ სტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბიტორ (SBI) ფუნგიციდებს „სამკურნალო“ აქტივობასაც. თუმცა, ისინი ყველაზე ეფექტურები მაშინ არიან, როდესაც მათი გამოყენება ხდება პრევენციულად ან პათოგენის განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპებზე.
- თავსებადობა: თავსებადია სხვა ფართოდ გავრცელებულ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან, თუმცა უმჯობესია თავსებადობის ტესტის ჩატარება შერევამდე.
მცენარე დაავადება გამოყენების დოზა ლოდინის პერიოდი კურკოვანი ხეხილი მონილიოზი (Blossom rot & Brown Rot), კლასტეროსპოროზი (Shothole disease), კოკომიკოზი (Leafspot disease), ნაცარი (Powdery Mildew), ქეცი (Scab), ჟანგა (Rust) 0.5 – 0.8 ლ/ჰა 14 დღე ვაშლი ნაცარი (Powdery Mildew) 0.5 – 0.8 ლ/ჰა ვაზი (საღვინე და სასუფრე ყურძენი) ნაცარი (Powdery Mildew), ნაცრისფერი სიდამპლე, ბოტრიტისი (Gray Mold) 0.2 – 0.4 ლ/ჰა 14 დღე კაკალი ფომოფსისი (Phomopsis), ბოტრიოსფაერია (Botryosphaeria canker and blight), ანთრაქნოზი (Anthracnose), ყავისფერი აპიკალური ნეკროზი (Brown apical necrosis) 0.5 – 1 ლ ნუში მონილიოზი (Blossom rot & Brown Rot), ანთრაქნოზი (Anthracnose), კლასტეროსპოროზი (Shothole disease), ქეცი (Scab), ჟანგა (Rust), ბოტრიოსფერია (Botryosphaeria) 0.4 – 0.7 ლ 14 დღე