აღწერილობა
აზოქსისტრობინი 200 გ/ლ + დიფენოკონაზოლი 125 გ/ლ
- ელათანს თავისი ფორმულაციის წყალობით ახასიათებს მრავალმხრივი მოქმედება პათოგენების განვითარების საწინააღმდეგოდ: აზოქსისტრობინი, რომელიც ჩანასახშივე აღმოფხვრის სოკოს სპორების გამრავლებას და დიფენოკონაზოლი, რომელიც თრგუნავს გერმინაციის შემდგომ სპორების მიცელიარულ ზრდას და ახშობს სპორულაციის უნარს.
- მოქმედების მექანიზმი: აზოქსისტრობინი, სისტემური ნივთიერება, პრევენციული უნარით, თრგუნავს პათოგენის სპორების გერმინაციას (გამრავლებად ფორმაში გადასვლა) და აჩერებს დაავადების განვითარებას მის ჩამოყალიბებამდე. დიფენოკონაზოლი კი ადვილად შეითვისება მცენარის მიერ და წარმოშობს დამცავ სისტემას, რაც აჩერებს მწვანე ქსოვილებში პათოგენის მიცელიარულ ზრდას და სპორულაციას (პათოგენის სოკოს გადასვლა მოსვენების მდგომარეობაში).
პრეპარატის უპირატესობები:- პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი – ელათანი ეფექტურია მრავალი სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგოდ. მათ შორის, ხეხილოვან-კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების.
- გაუმჯობესებული მოსავლიანობა და ხარისხი – სოკოვანი ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გზით, ელათანი უზრუნველყოფს კულტურების მედეგობას, რაც იწვევს უფრო მაღალ მოსავლიანობას და უკეთესი ხარისხის ნაყოფს.
- ეკოლოგიურად სუფთა – ელათანი შექმნილია ისე, რომ უსაფრთხო იყოს სასარგებლო მწერებისთვის, რაც უზრუნველყოფს ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას მავნე პათოგენების ეფექტური კონტროლის დროსაც კი.
- წვიმისადმი მდგრადობა – ელათანის ფორმულაციის წვიმისადმი მდგრადობა ეფექტური მუშაობის საშუალებას იძლევა ცვალებადი ამინდის პირობებშიც კი, რაც მას კიდევ უფრო საიმედოს საიმედოს ხდის ფერმერებისთვის.
- მოქმედების ხანგრძლივობა – ხანგრძლივი დაცვის უნარი ამცირებს ხშირი გამოყენების საჭიროებას, ზოგავს დროსა და რესურსებს და ამავდროულად უზრუნველყოფს დაავადებების მდგრად კონტროლს.
კულტურა დაავადება გამოყენების დოზა ლოდინის პერიოდი კურკოვანი ხეხილი ატმის ფოთლის სიხუჭუჭე (Peach leaf curl), მონილიოზი (Blossom rot & Brown Rot), კლასტეროსპოროზი (Shothole disease), კოკომიკოზი (Leafspot disease), ნაცარი (Powdery Mildew), ქეცი (Scab), ჟანგა (Rust) 0.7-1 ლ კაკალი ფომოფსისი (Phomopsis), ბოტრიოსფაერია (Botryosphaeria canker and blight), ანთრაქნოზი (Anthracnose) 0.8-1.5 ლ ნუში ბოტრიოსფერია (Botryosphaeria), ანთრაქნოზი (Anthracnose) 0.6-1 ლ ვაზი (საღვინე და სასუფრე ყურძენი) ნაცრისფერი სიდამპლე, ბოტრიტისი (Gray Mold) 0.4-0.8 ლ თხილი ნაცარი, მონილიოზი, ბოტრიტისი 0.8 – 1 ლ 14 პომიდორი ალტერნარიოზი 0.6 – 0.8 ლ 14 კარტოფილი ალტერნარიოზი 0.6 – 0.8 ლ 14 კენრკოვანი კულტურები მონილიოზი, ბოტრიტისი, ანთრაქნოზი (Anthracnose), მარწყვის ფოთლის ლაქიანობა (strawberry Mycospharella Leaf Spot), მარწყვის ფოთლების დამწვრობა, ფომოფსისი (leaf blight of strawberry), ჟოლოს ფოთლის ლაქიანობა (Raspberry leaf spot), ჟოლოს ღეროს ლაქიანობა (Raspberry spur blight,Didymella), მაყვლის ფოთლის ლაქიანობა,სეპტორიოზი (Septoria Leaf Spot), 0.3-0.5 ლ 10