აღწერილობა
აბამექტინი 18 გ/ლ
- თამასი ტრანსლამინალური მოქმედების ნაწლავურ-კონტაქტურ ინსექტო-აკარიციდია. ეფექტურად იცავს ვაზს, ხეხილს და ციტრუსებს ტკიპების, თრიფსებისა და ფსილებისაგან. ასევე, გამოიყენება ბოსტნეული კულტურებისთვის როგორც ღია, ისე დახურული გრუნტის პირობებში.
- პრეპარატი შესხურებიდან მალევე აღწევს მცენარის ქსოვილებში და გროვდება პარენქიმაში. შესაბამისად, მავნებლები, რომლებიც მცენარის უჯრედის პარენქიმითა და წვენით იკვებებიან, იღუპებიან მას შემდეგ რაც თამასი მათ საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვდება. პრეპარატი მცენარეზე მოხვედრის შემდეგ ადვილად იშლება, ამიტომ იგი თითქმის არ მოქმედებს უარყოფითად სასარგებლო ტკიპებისა და მწერების წინააღმდეგ.
- მოქმედების მექანიზმი: თამასის აქტიური ნივთიერება, აბამექტინი, სწრაფად აღწევს მცენარის ფოთლებში შესხურებისას და გამოყენებიდან 2 საათის განმავლობაში მთლიანად ნაწილდება მცენარის ქსოვილში. რაც შეეხება მავნებლებს, ისინი აქტივობას ერთ დღეში წყვეტენ, ხოლო სრულად ნადგურდებიან 2-3 დღეში (ნერვული იმპულსების დათრგუნვისა და დამბლის შედეგად). მისი სწრაფი მოქმედების გამო, პრეპარატი მდგრადია ნალექებით გამორეცხვის მიმართ.
- პრეპარატის უპირატესობები:
- სწრაფად აღწევს მცენარეში და მაღალი ეფექტურობა ახასიათებს ტკიპების, თრიფსებისა და ფსილების წინააღმდეგ და ანადგურებს მათ ფოთლის როგორც ზედა, ასევე ქვედა მხარეზე.
- ეფექტურია სხვა პრეპარატებისადმი რეზისტენტი ტკიპების წინააღმდეგ.
- ახასიათებს მინიმალური მოქმედება სასარგებლო ორგანიზმებზე.
- ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება (სამი კვირამდე), რაც საშუალებას გვაძლევს შევამციროთ შესხურების ჯერადობა.
- შესაძლებელია მოსავლის აღება შესხურებიდან 3 დღის შემდეგ.
- არ ტოვებს ლაქებს მცენარეზე და არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა.
კულტურა | მავნებელი | დოზა ლ/ჰა |
ლოდინის პერიოდი |
ვაზი | ყურძნის ჭია (Grapewine Moth), ტკიპები (Mites) | 0.5-1.2 | 14 |
ვაშლი | მენაღმე ჩრჩილი, (Leaf Miner) ტკიპები (Mites), ბუგრები (Aphids), თრიფსები (Western Flower Thrips) | 0.8-1.5 | 14 |
მსხალი | ტკიპები (Mites), მსხლის ფსილა (Pear Psylla), მენაღმე ჩრჩილი (Leaf Miner) | 0.8-1.5 | 14 |
კურკოვანი ხეხილი | ტკიპები (Mites), მენაღმე ჩრჩილი (Leaf Miner), თრიფსები (Western Flower Thrips) | 0.8-1.2 | 14 |
კენრკოვანი კულტურები (მოცვი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი) | ტკიპები (Mites), თრიფსები (Western Flower Thrips) | 1-1.2 | 7 |
მარწყვი | ტკიპები (Mites) | 0.8-1 | |
პომიდორი, კიტრი, გოგრა, ყაბაყი. | მენაღმე ჩრჩილი, (Leaf Miner) თრიფსები (Western Flower Thrips), ბუგრები (Aphids), ფრთათეთრა (Whitefly), ტკიპები (Mites) | 0.5-1.2 | 7 |
კარტოფილი | კარტოფილის ჩრჩილი (Potato Moth), კარტოფილის ფსილა (Potato Psyllid) | 0.8-1.2 | 14 |
კომბოსტო | ტკიპები (Mites), კომბოსტოს თეთრულა (Cabbage White), კომბოსტოს ხვატარი ((Cabbage Moth) | 0.4-0.6 | 14 |
ციტრუსი | მენაღმე ჩრჩილი (Leaf Miner), ტკიპები (Mites), ციტრუსების თრიფსი (Citrus Thrips) | 0.8-1.5 | 10 |
დეკორატიული მცენარეები | ტკიპები (Mites), მენაღმე ჩრჩილი (Leaf Miner), ბუგრები (Aphids), ფრთათეთრა (Leafminer) | 0.7-1.2 |