მცენარის ზრდის კონტროლი & სტრესთან გამკლავება ფიტოჰორმონებით
ფიტოჰორმონები გადამწყვეტ როლს ასრულებენ მცენარეთა ზრდის კონტროლისა და აბიოტურ სტრეს-ფაქტორებზე ეფექტურად კონტროლში, საჭირო სიგნალების ტრანსდუქციის გზების სინქრონულად გააქტიურებაში (ტრანსდუქცია: გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის მექანიზმი ერთი უჯრედიდან მეორეში).
ისინი აკონტროლებენ მცენარის ზრდისა და განვითარების ყველა ეტაპს, მათ შორის ემბრიოგენეზს, ორგანოთა ზომის რეგულირებას, პათოგენებისგან დაცვას, სტრესისადმი მედეგობას და რეპროდუქციულ განვითარებას.
აღნიშნული ჰორმონები ერთმანეთისგან ქიმიური სტრუქტურითა და ფუნქციებით განსხვავდება.
➡️ აუქსინები
– მოქმედებს უჯრედის ელონგაციაზე (დაგრძელებაზე), ფესვთა სისტემის ზრდასა და აპიკალურ დომინირებაზე.
– განსაზღვრავს მცენარის რეაქციებს ზრდის ენერგიულობასთან დაკავშირებით, გარემო პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე.
– თრგუნავს მცენარის განტოტვას და ლატერალური, ანუ გვერდითი ყლორტების განვითარებას.
➡️ ციტოკინინები
– ასტიმულირებს უჯრედების დაყოფას და ლატერალური, ანუ გვერდითა ყლორტების განვითარებას.
– ვეგეტაციის განმავლობაში აფერხებს ფოთლის დაბერების პროცესს.
– ზრდის ტრანსპირაციის უნარს და ანტიოქსიდანტურ პოტენციალს.
➡️ გიბერელინები
– მოქმედებს უჯრედის ელონგაციაზე (დაგრძელებაზე), შემდგომ ზრდასა და ყვავილობაზე.
– არეგულირებს მცენარეში აზოტის ასიმილაციასა და მოსვენების პერიოდის ხანგრძლივობას.
– ხელს უშლის ქლოროფილის დეგრადაციას და მცენარეში მძიმე მეტალების შეწოვას.
➡️ ბრასინოსტეროიდები
– ასტიმულირებს ინდოლ-3-ძმარმჟავას სინთეზსს, უჯრედის დაგრძელებას, დაყოფასა და ზრდას.
– მონაწილეობს მცენარეული თესლების გაღვივების, რეპროდუქციული უნარების და იმუნურობის ჩამოყალიბებაში.
➡️ სტრიგოლაქტონები
– მონაწილეობს თესლის გაღვივებასა რიზოსფეროს სტრუქტურისა და ფესვების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.
– აქტიური როლი აკისრია ნაყოფების ჩამოყალიბებასა და მწიფობაში.
– ეხმარება სიმბიოზურ სოკოებს მცენარის ფესვებთან დაკავშირებაში.
– მოქმედებს როგორც დატოტიანების ინჰიბიტორი.
➡️ ეთილენი
– პასუხისმგებელია ახალგაზრდა ფოთლების ზრდაზე.
– მონაწილეობს მცენარის მწვანე ნაწილების დაბერებისა და ნაყოფის მომწიფების პროცესებში.
– გარკვეული როლი აკისრია სტრესულ პირობებთან გამკლავებაში (მაგ. სიცხე და სიცივე)
➡️ სალიცილის მჟავა
– მონაწილეობს ფოტოსინთეზის, ტრანსპირაციის, იონთა შთანთქმისა და ტრანსპორტირების პროცესებში.
– აუმჯობესებს ფოტოსინთეზისა და მინერალებით კვების უნარებს მცენარეში.
– გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.
➡️ ჟასმინის მჟავა
– მონაწილეობს ყვავილის ჩამოყალიბებასა და ფოთლების დაბერებაში.
– პასუხისმგებელია ბიოტური სტრესების მიმართ (მაგ. პათოგენები და მავნებელი მწერები).
➡️ აბსცისის მჟავა
– აკონტროლებს თესლისა და კვირტების მოსვენების პერიოდებს.
– მონაწილეობს ფოთლის ბაგეების გაღება-დახურვაში.
– რეაგირებს მცენარეს ადაპტაციის უნარზე აბიოტური სტრესების მიმართ.
– პასუხისმგებელია ფესვების მერისტემაში კორტიკალური უჯრედების მაქსიმალურ გაფართოებაზე (კორტიკალური უჯრედები: მცენარის ღერძული ორგანოების პერიფერიული ნაწილი ენდოდერმასა და ეპიდერმისს შორის).
აღნიშნული ფიტოჰორმონების შემცველ პროდუქტებს ბაზარზე ბევრს შევხვდებით, თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც მათ შემცველობას, ასევე პრეპარატის თვისებებსა და წარმომავლობას.
სამხრეთ აფრიკული, კომპანია, აფრიკელპი გვთავაზობს ეკლონია მაქსიმას შემცველობის სტიმულატორს, აფრიკელპ დიესს (DS), რომელიც შეიცავს აუქსინსა (22 ppm) და ციტოკინინს (0.06 ppm), გარდა ამისა შეიცავს აზოტს (N) 0.46%-ს და ფოსფორს (P2O5) 1.4%-ს.
ციტოკინინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა წამყვანი ესპანური კომპანიის, დეიმსას პროდუქტი- ციტოპლანტი, რომელშიც ციტოკინინის შემცველობა 400 ppm-ია და ასევე შეიცავს წყალში ხსნადი ფოსფორდა (P2O5 – 3%) და წყალში ხსნადი კალიუმს (K2O – 3%).
უშუალოდ აუქსინს არ შეიცავს, თუმცა მის გამომუშავებასა და სინთეზში მონაწილეობს აღნიშნული კომპანიის გამორჩეული პროდუქტები- ნუპტაკი და სოილუმი. ნუპტაკის პირდაპირი და მთავარი ფუნქცია აზოტის ფიქსაციაა, თუმცა აქვს სტიმულაციური ეფექტიც და მასში შემავალი ბაქტერიული შტამი (Priestia megaterium CB2001 Min 107 CFU/g) მონაწილეობს აუქსინების სინთეზში და მცენარეს უფრო მედეგს ხდის სხვადასხვა სტრეს-ფაქტორების მიმართ. რაც შეეხება სოილუმს, მასში შემავალი ბაქტერიული შტამი (Pseudomonas fluorescens strain GR-322) მონაწილეობს აუქსინების წარმოქმნაში ინდოლ-3-ძმარმჟავას სინთეზით, გარდა ამისა, მცენარის ფესვთა სისტემას ეფექტურად იცავს სხვადასხვა დაავადებებისგან.
ჰორმონთა ფუნქციები, რომლებიც მონაწილეობენ მცენარეთა ზრდა-განვითარებასა და პროდუქტიულობაში.