აღწერილობა
აზოტის საერთო შემცველობა (N) 0.46%, ფოსფორი (P2O5) 1.4%, ეკლონია მაქსიმა 97%, აუქსინი 22 ppm, ციტოკინინი 0.06 ppm
- აფრიკელპ დიესი (DS) თხევადი სტიმულატორია, რომელიც მიღებულია წყალმცენარე ეკლონია მაქსიმას მშრალი და ცივი ექსტრაქციის მეთოდით.
- პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია როგორც ფოთლოვანი შესხურებით, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემის საშუალებით, მოღვარვით მორწყვით და დრონით.
- ასევე გამოყენება გადარგვამდეც, ამ დროს ფესვთა სისტემა თავსდება პრეპარატის წყალხსნარში რამდენიმე წუთის განმავლობაში.
გამოყენების დოზები:
კულტურა გამოყენების ხერხი დოზა კომენტარი ნუში ფოთლიდან შესხურება 1.5-3 ლ/ჰა გამოიყენება ვარდისფერი კონუსის ფაზაში, გვირგვინის ფურცლების დაცვენისა და მოსავლის აღების შემდეგ (როცა ფოთლები ჯერ კიდევ მწვანეა). გადარგვისას 2% ხსნარში უნდა მოხდეს ფესვთა სისტემის მოთავსება, გადარგვის შემდეგ ფოთლიდან შესხურებისას 1%. კაკალი ფოთლიდან შესხურება 2 ლ/ჰა გამოიყენება მამრობითი და მდედრობითი ყვავილების ყვავილობის ფაზებში. ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია ნაყოფის გამონასკვიდან 15 დღის შემდეგ.
გადარგვის შემდეგ გამოიყენება 3.5-4.5 ლ/ჰა გაზაფხულსა და ზაფხულში.თხილი ფოთლიდან შესხურება 2-3.5 ლ/ჰა გამოიყენება მამრობითი და მდედრობითი ყვავილების ყვავილობის ფაზებში. შემდეგი გამოყენება შესაძლებელია გაზაფხულზე და მოსავლის აღების შემდეგ. ფესვიდან კვება 1:100 ხსნარი გადარგვისას 2%-იან ხსნარში თავსდება ფესვთა სისტემა; გადარგვის შემდეგ, ზაფხულში გამოიყენეთ ყოველ 2 კვირაში. ლურჯი მოცვი ფოთლიდან შესხურება 1.7-2 ლ/ჰა გამოიყენეთ ყვავილობისას, ნაყოფის გამონასკვის და მოსავლის აღების შემდეგ. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი გადარგვამდე მოათავსეთ ფესვთა სისტემა ხსნარში. გადარგვის შემდეგ ყოველ 2 კვირაში ფოთლოვანი შესხურება 1%-იანი ხსნარით. თესლოვანი ხეხილი ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა ყვავილობისას შეასხურეთ 30%; წამლობა გაიმეორეთ 12 დღეში. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი გადარგვამდე მოათავსეთ ფესვთა სისტემა ხსნარში. გადარგვის შემდეგ ყოველ 2 კვირაში ფოთლოვანი შესხურება 1%-იანი ხსნარით. კურკოვანი ხეხილი ფოთლიდან შესხურება 1.7-3 ლ/ჰა გამოიყენეთ 30% ყვავილობისას და გაიმეორეთ ყოველ 14 დღეში 2-3-ჯერ. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი გადარგვამდე მოათავსეთ ფესვთა სისტემა ხსნარში; გადარგვის შემდეგ 1-ელ გამოიყენეთ გაზაფხულზე, ხოლო ზაფხულში ყოველ 2 კვირაში. ფსტა ფოთლიდან შესხურება 1.7-3 ლ/ჰა გამოიყენეთ ყვავილობის ფაზაში 1-2-ჯერ და შემდეგ ნაყოფის გამონასკვის ფაზაში. მარწყვი ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ ზრდის დასაწყისში და გაიმეორეთ ყოველ 2 კვირაში 4-5-ჯერ. ფესვიდან კვება 2:200 ხსნარი გადარგვამდე მოათავსეთ ფესვთა სისტემა ხსნარში. სუფრის ყურძენი ფოთლიდან შესხურება 2.5-3.5 ლ/ჰა ნაყოფის დამსხვილებისთვის პირველად გამოიყენეთ, როდესაც ნაყოფი 4-8 მმ-ია, 2-3-ჯერ გამოიყენეთ კიდევ ნაყოფის ზრდის ფაზაში. ერთგვაროვანი და უკეთესი შეფერილობის ნაყოფის მისაღებად გამოიყენეთ, სანამ ნაყოფი ფერის შეცვლას დაიწყებს და 7-14 დღის შემდეგ. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი გადარგვისას 2%-იან ხსნარში თავსდება ფესვთა სისტემა; გადარგვის შემდეგ, ზაფხულში გამოიყენეთ ყოველ 2 კვირაში. ვაზი ფოთლიდან შესხურება 1.5-2.5 ლ/ჰა ყვავილობამდე 10-15 დღით ადრე და ყვავილობის დასაწყისში. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი გადარგვისას 2%-იან ხსნარში თავსდება ფესვთა სისტემა; გადარგვის შემდეგ, ზაფხულში გამოიყენეთ ყოველ 2 კვირაში. ციტრუსი ფოთლიდან შესხურება 3-4 ლ/ჰა გამოიყენეთ ყვავილობამდე, გვირგვინის ფურცლების დაცვენის შემდეგ და მოსავლის აღებამდე. ახალ ნარგაობებში რეკომენდებულია გადარგვის შემდეგ 2-3-ჯერ გამოყენება 14-21 დღიანი ინტერვალით. ბაღჩეული კულტურები ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 4-5 ფოთლის ფაზაში, ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ. ფესვიდან კვება 1:200 ხსნარი გადარგვამდე მოათავსეთ ფესვთა სისტემა ხსნარში. პომიდორი ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ გადარგვიდან 14 დღის შემდეგ, ყოველ 14 დღეში გამოიყენეთ კიდევ 2-3-ჯერ. ფესვიდან კვება 1:200 ხსნარი ფესვთა სისტემა მოათავსეთ ხსნარში გადარგვამდე. კარტოფილი ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 3-4 ფოთლის ფაზაში, ხელმეორედ გამოიყენეთ 2-3 კვირის შემდეგ. არ გამოიყენოთ ბუტონების წარმოქმნის ფაზაში. ფესვიდან კვება 1:600 ხსნარი გადარგვამდე ტუბერები მოათავსეთ ხსნარში. წიწაკა ფოთლიდან შესხურება 2-3 ლ/ჰა გამოიყენეთ 4 ფოთლის ფაზაში, კიდევ 2-ჯერ გამოიყენეთ 14 დღიანი ინტერვალით. სტაფილო ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 3-4 ფოთლის ფაზაში, კიდევ 2-ჯერ გამოიყენეთ 14 დღიანი ინტერვალით. იონჯა ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა შესხურება უნდა მოხდეს აღმოცენებიდან 21 დღის შემდეგ და უნდა დანმეორდეს ყოველი გათიბვის შემდეგ სოიო ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 3-4 ფოთლის ფაზაში, ხოლო მეორედ გამოიყენეთ ყვავილობის მოახლოებისას. მარცვლეული კულტურები ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 3-4 ფოთლის ფაზაში, ყვავილობამდე და ყვავილობის ფაზებში. საჩითილე მეურნეობა ფესვიდან კვება 2:200 ხსნარი ფესვთა სისტემა მოათავსეთ ხსნარში, ხელმეორედ გაიმეორეთ პროცედურა გადარგვამდე 21 დღით ადრე. ნიორი და ხახვი ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 3-4 ფოთლის ფაზაში, კიდევ 2-ჯერ გამოიყენეთ 14 დღიანი ინტერვალით. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი ფესვთა სისტემა მოათავსეთ ხსნარში გადარგვამდე 6 საათით ადრე.