თუთიის როლი მცენარის განვითარებაში, მისი დეფიციტისა და სიჭარბის ნიშნები
თუთიის ატომი ერთი შეხედვით პატარა ზომისაა, თუმცა მას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია მცენარის ზრდა-განვითარების პროცესში. ეს აუცილებელი მიკროელემენტი მცენარეებს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სჭირდებათ სხვადასხვა სასიციცხლო ფუნქციისთვის. თუთია მცენარეში მრავალი ფერმენტისა და ცილის ძირითადი კომპონენტია და არის 8 აუცილებელი მიკროელემენტიდან ერთ-ერთი. ნიადაგში თუთიის დეფიციტი და არახელმისაწვდომობა მოქმედებს წარმოებისა და მოსავლიანობის შემცირებაზე, ასევე მარცვლეულში საკვები ნივთიერებების შემცველობაზე. თუთიის გადაჭარბებულად გამოყენებამ კი მცენარეებში შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, მოსავლიანობის შემცირება და ა.შ.
♻️ რატომ ჭირდება მცენარეს თუთია?
▪️ ფერმენტების გააქტიურება: თუთია ხელს უწყობს ფერმენტების გააქტიურებას მცენარეში სხვადასხვა პროცესებისთვის, როგორიცაა ფოტოსინთეზი, ცილის სინთეზი და ჰორმონების რეგულირება.
▪️ უჯრედების დაყოფა: ხელს უწყობს უჯრედების დაყოფასა და ზრდას, რაც აუცილებელია მცენარის განვითარებისთვის.
▪️ ცილების სინთეზი: თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის, ცილები კი მცენარისთვის საშენი ბლოკია.
♻️ დეფიციტის ნიშნები:
როდესაც მცენარეებს არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდებათ თუთია, ავლენენ სხვადასხვა ნიშნებს, როგორიცაა:
▪️ განვითარების შეფერხება: მცენარეების ზრდის პროცესი ფერხდება და აღარ ხდება ისეთივე სიჩქარით ზრდა.
▪️ ფოთლების გაყვითლება: ფოთლები შესაძლოა ძარღვებს შორის გაყვითლდეს, რასაც ქლოროზი ეწოდება.
▪️ შემცირებული მოსავლიანობა: მცენარეებს აქვთ უფრო ნაკლები ნაყოფი, ან/და უფრო ნაკლებად განვითარებული.
▪️ ფესვთა სისტემის ცუდი განვითარება: თუთიის დეფიციტმა შესაძლოა შეაფერხოს ფესვების ზრდა.
♻️ მცენარისთვის თუთიის წყაროა:
▪️ ნიადაგი: მცენარეები ფესვთა სისტემის მეშვეობით ითვისებენ ნიადაგიდან თუთიას.
▪️ ორგანული ნივთიერებები: ისეთი ორგანული მასა, როგორიცაა კომპოსტი და ნაკელი, ნიადაგს თუთიით ანოყიერებს.
▪️ სასუქები: არსებობს თუთიის შემცველი სასუქები, რომელიც ნიადაგში მისი დეფიციტის დაკორექტირებას უწყობს ხელს.
▪️ ფოთლოვანი მკვებავები თუთიის შემცველობით: თუთიის ფოთლოვანი შესხურება მცენარეებს ამ ელემენტის უკეთესად შეთვისებაში ეხმარება.
♻️ თუთიის გადაჭარბებულად გამოყენებამ მცენარეში შეიძლება გამოიწვიოს:
▪️ ფესვთა სისტემის დაზიანება: თუთიის ზედმეტმა რაოდენობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ფესვთა სისტემას, რაც გავლენას მოახდენს ნიადაგიდან წყლისა და საკვები ნივთიერებების ათვისების უნარზე.
▪️ რკინის შეთვისების შემცირება: თუთიის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკვები ელემენტების ათვისებას, როგორიცაა რკინა, რაც ამ ელემენტის დეფიციტს გამოიწვევს.
▪️ განვითარების შეფერხება: თუთიის მაღალმა შემცველობამ ასევე შეიძლება შეაფერხოს მცენარის ზრდა-განვითარების პროცესი.
▪️ ფოთლების ფერის შეცვლა: შესაძლოა გამოიწვიოს ფოთლების გაყვითლება, ან ყავისფერი ლაქები.
▪️ ფოტოსინთეზის პროცესის შეფერხება: თუთიის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა შეაფერხოს ფოტოსინთეზის პროცესიც, რაც თავისთავად ხელს შეუშლის მცენარისა და ნაყოფის განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ თუთია მცირე რაოდენობითაა საჭირო, მისი როლი მცენარის ზრდა-განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. ფერმენტების გააქტიურებიდან უჯრედების ზრდამდე, თუთია საკვანძო მნიშვნელობისაა მცენარისთვის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. მისი მნიშვნელობის გააზრება და შემდეგ მცენარისთვის სწორად მიწოდება საგრძნობლად გააუმჯობესებს მცენარისა და ნაყოფის მახასიათებლებს.
როგორც უკვე აღინიშნა, თუთიის მცენარისთვის მიწოდება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ფოთლიდან, ასევე ფესვიდანაც, მთავარია ყურადღება მივაქციოთ პროდუქტში შემავალი თუთიის ფორმას და ასევე, პროდუქტის წარმომავლობასაც. თუთიის ხელატური ფორმა (EDTA) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საკმაოდ ეფექტური ფორმაა, რადგან მცენარე მას სწრაფად და მარტივად ითვისებს და, შესაბამისად, სწრაფად და ეფექტურად ხდება თუთიის დეფიციტის დაბალანსება მცენარეში. ესპანური კომპანია, ნუფოლი გვთავაზობს თუთიის ხელატის (EDTA) შემცველ პროდუქტს – ზინტეკს. სასუქში გამოყენებული ხელატური ფორმა უზრუნველყოფს თუთიის დეფიციტის ეფექტურად და სწრაფად დაბალანსებას. მისი გამოყენება ყველა სახის კულტურაშია შესაძლებელი როგორც ფოთლოვანი შესხურებით, ასევე ფერტიგაციითაც. ზინტეკი ბიო პროდუქტია და გამოიყენება ბიო მეურნეობაშიც, ასევე არ ტოვებს ნარჩენებს მცენარეზე.
თუთიის შემცველი კიდევ ერთი ეფექტური პროდუქტია ფერტიუმ ZnMn, კომპანია ფერტინაგროსგან. ეს არის თხევადი სასუქი ამინომჟავების, თუთიისა და მანგანუმის შემცველობით. თუთიისა და მანგანუმის კათიონები კომპლექსირებულია ამინომჟავებით და წარმოქმნიან თუთია-მანგანუმის ამინოატს, რაც ასევე უზრუნველყოფს კალციუმის მობილურობას და აუმჯობესებს მის ეფექტურობას. ერთი მხრივ, პროდუქტს აქვს ბიოსტიმულაციური ეფექტი, მასში შემავალი თავისუფალი ამინომჟავების გამო და, მეორე მხრივ, აქვს პრევენციული ეფექტი და, აკორექტირებს თუთიისა და მანგანუმის დეფიციტს. ფერტიუმ ZnMn-ის გამოყენება ყველა სახის კულტურაშია შესაძლებელი.
არსებობს კომპლექსური სასუქებიც, სადაც თუთიასთან ერთად სხვა საჭირო და მნიშვნელოვან მაკრო და მიკრო ელემენტებსაც ვხვდებით. მაგალითად, მაკფერტი (ნუფოლი), რომელიც თუთიის გარდა ასევე შეიცავს აზოტს (ორგანული, ნიტრატული, ამიდური ფორმები), კალიუმს, ბორს, მაგნიუმს, რკინას, ორგანულ ნახშირბადს. პროდუქტი დამატებით შეიცავს ფულვო მჟავებსაც.