m

Blog

ბადის წარმოქმნა ვაშლის ნაყოფებზე და მისი გამომწვევი მიზეზები

ვაშლის ნაყოფზე ბადის წარმოქმნა გამოწვეულია მასზე კანის ეპიდერმისის დაზიანებით, ცივი (არაა აუცილებელი ყინვიანი) და ნალექიანი ამინდებისას, ნაყოფების სველ მდგომარეობაში დარჩენის შედეგად. განსაკუთრებით, ვაშლის საყვავილე კვირტის ვარდისფერი კონუსის ფაზიდან დაწყებული ყვავილის გვირგვინის ფურცლების ცვენის შემდგომი პერიოდით გაგრძელებული. (30-40 დღის განმავლობაში)

დაზიანება ვითარდება ეპიდერმისის ქვედა ფენის ქსოვილების უჯრედის კედლებში, რის შემდეგაც წარმოიქმნება ინერტული, გაუვალი ცვილისებრი ნივთიერება. ნაყოფის ზრდასთან ერთად, ეს ნივთიერებებიც დიდდებიან და ე.წ. ბადის სახით ჩნდებიან ნაყოფის ზედაპირზე.

მეორენაირდ, ბადის წარმოქნა არის ჭრილობის შეხორცების რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია ყინვით დაზიანებასთან ან/და წვიმებთან, მაღალ ტენიანობასთან, დაბალ ტემპერატურასთან და ნაცრის გამომწვევი პათოგენის მიერ დაზიანებასთან, ნაყოფის ადრეული განვითარების დროს.

ბადის წარმოქმნის სხვა მიზეზებიდან შესძლოა დასახელდეს აგრეთვე ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული სტრესული ფაქტორები, მექანიკური ზემოქმედება, პესტიციდური დაზიანება, ვირუსები, სოკოები და ბაქტერიები. ღია ფერის ჯიშები უფრო ადვილად ზიანდებიან, ვიდრე წითელი ფერის ჯიშები. თითოეული ჯიში, განსხვავებულად რეაგირებს ზემოთ ჩამოთვლილი, გამომწვევი ფაქტორების მიმართ.

შესხურებისას გამოყენებულმა დანამატებმა (სურფაქტანტები), განსაკუთრებით ემულსიის სახით კონცენტრირებულებმა და სპილენძის, გოგირდის, თუთიის და კალციუმის შემცველმა ნაერთებმა, თუ ისინი სრულყოფილად არ არიან გახსნილი სითხეში, შესაძლოა გამოიწვიონ ნაყოფზე ბადის წარმოქმნა. ასევე, ქიმიურ-სინთეზური ნივთიერება ფერბამის და პრეპარატ სილიტის (დოდინი) გამოყენებამ ყვავილობისას, შესაძლებელია გამოიწვიოს ბადის წარმოქმნა. ტებუკონაზოლის ბაზაზე დამზადებული პრეპარატების გამოყენება, ნაყოფის განვითარების ადრეულ ეტაპებზე (ივნისის ბოლომდე), იწვევს არამარტო ბადის წარმოქმნას ნაყოფებზე, არამედ ფოთლის დამწვრობასაც.

ვაშლისათვის უჩვეულო სოკოვანი პათოგენებს, როგორებიცაა Aureobasidium pullulans (ვაზის და მოცვის ღეროს და ფოთლის ალისფერი სიდამწვრე) და Rhodotorula glutinis (ცხოველთა სისხლის მიმოქცევის დაზიანება) ასევე ახასიათებთ ბადის წარმოქმნა, ყვავილობის წინა პერიოდსა და ყვავილთცვენიდან 30-40 დღის შემდგომ პერიოდებს შორის.

სხვადასხვა ბაქტერიული წარმოშობის პათოგენები, როგორებიცაა Erwinia herbicola (ენტერობაქტერია) და Pseudomonas სხვადასხვა სახეობები, რომლებიც გავრცელებულნი არიან ადამიანის საყოფაცხოვრებო გარემოში და  წარმოქმნიან მცენარეული ჰორმონის, ინდოლ-3-ძმარმჟავას (IAA) მაღალ დონეს, ფეკალიებიდან ხვდებიან ფუტკარზე, ხოლო შემდეგ, ვაშლის დამტვერვისას კი ყვავილზე, რაც ასევე გამომწვევი მიზეზია ნაყოფზე ბადის განვითარების.

1. ბადის წარმოქნა, რომელიც დაკავშირებულია გრილ, ცივ ამინდთან და ნაყოფის სველ მდგომარეობაში დარჩენასთან, ხშირად გამოიხატება კანის გაუხეშებით ნაყოფის ყუნწთან შეერთების ადგილის ირგვლივ.

ვაშლის

2. უფორმო ზოლების და რგოლების წარმოქმნა და მათ მიერ ნაყოფების ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარვა დაკავშირებულია წაყინვასთან.

ვაშლის

3. პესტიციდური წამლობის შედეგად არსებული ბადისებური წარმონაქმნი ნაყოფებზე გვხდება ისეთ ადგილებზე, სადაც შესხურების შემდეგ, სითხის ჩამონადენი მოიყრის თავს, უმეტესად ნაყოფის ქვედა ნაწილში, რაც თავად ნაყოფის ტოტზე დამოკიდების ფორმაზეა დამოკიდებული.

ვაშლის

4. ნაცრისაგან წარმოქმნილი ბადე, შეფერილობით ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერში გადადის და აქვს ბადისებური, ობობას ქსელის მაგვარი შეხედულება.

ვაშლის

აგრონომის რეკომენდაცია:

გაშენდეს ისეთი ჯიშები, რომლებიც ნაკლებად მიმღებიანია ბადისადმი. გვიანი მწიფობის გოლდენ დელიშესის კლონები, როგორებიცაა კრიტერიუმი და ჰავაი, ჩვეულებრივ პირობებში არ იკეთებენ ბადეს. ასევე, გოლდენ დელიშესის კლონ სმუტის და უმეტესობა წითელ ვაშლებისა, ნაკლებად მიდრეკილნი არიან ბადის წარმოქმნისადმი.

დავიცვათ მცენარეები ნაცრის გამომწვევი პათოგენისაგან, ყვავილობისას და ნაყოფის განვითარების ადრეულ ეტაპებზე.

ყურადღება მივაქციოთ, რომ ტექნიკის მიერ, მოხდეს ხსნარის თანაბრად გაშლა-გაფრქვევა, შევამოწმოთ საფრქვევები, ხომ არ არიან გაბიდნულნი.

მოვერიდოთ პესტიციდების და მცენარეთა ფოთლოვანი კვების ელემენტების რეკომენდებულზე დიდი დოზებით შეტანას, ერთმანეთთან შერევით ან ამის გარეშე.

ნიადაგის მაღალი ან დაბალი პეაშისას მოვახდინოთ მისი კორექტირება.

ჩვენთან მეტნაკლებად გავრცელებული, ბადის წარმოქნისადმი მიდრეკილი ვაშლის ჯიშების მცირე ჩამონათვალი: გოლდენ დელიშესი, გოლდენ რასეტი, ჯინჯერ გოლდი, რომი, აიდარედი, ემპაიერი, სტეიმენი, ცორტლანდი, ჯონაგოლდი, მაკინტოში და სხვა…

შენიშვნა:

ბიოლოგიური კონტროლის პროდუქტები, როგორებიცაა Botector და Blossom Protect შეიცავს Aureobasidium pullulans-ს, რამაც გარკვეულ პირობებში შეიძლება გამოიწვიოს ბადის წარმოქმნა.

ვაშლის

დაუნომრებელ ნაყოფებზე, არასაკმარისი აერაციის პირობებში, ნისლის, წვიმის წვეთების (ცივი ამინდების დროს) და პესტიციდური ხსნარის  შერჩენის ნაყოფებზე, რამაც გამოიწვია ბადის წარმოქმნა.

ვაშლის

სხვადასხვა ხეხილის ნაყოფზე წარმოქმნილი ბადე:

ვაშლის

A) ვაშლი.
B) მსხალი.
C) ლიმონი.
D) ქლიავი.
E) ბროწეული.

სტატიაზე იმუშავა:

აგრონომი: დავით დაბრუნდაშვილი

წყარო: 

აშშ-ს მისურის შტატის უნივერსიტეტის ინტეგრირებული პესტ მენეჯმენტი.
https://ipm.missouri.edu/MEG/2019/5/russet/

აშშ-ს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის პესტ მენეჯმენტის სახელმძღვანელო
https://pnwhandbooks.org/plantdisease/host-disease/apple-malus-spp-fruit-russeting

Eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua.  Lorem ipsum dolor sit amet consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur. Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum. Sed ut perspiciatis unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium doloremque laudantium, totam rem aperiam, eaque ipsa quae ab illo inventore veritatis et quasi architecto beatae vitae dicta sunt explicabo. Nemo enim ipsam voluptatem quia voluptas sit aspernatur aut odit aut fugit, sed quia consequuntur magni dolores eos qui ratione voluptatem sequi nesciunt. 

Comments:

  • Heather J Goggins

    Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum.Excepteur sint occaecat cupidatat non proident.

    • Michal Sturgil

      Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur. Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt.

Comments are closed.

Georgian