აღწერილობა
თავისუფალი ამინომჟავები 80%, ორგანული აზოტი (N) 12.8%
- ნატურამინში თავისუფალი ამინომჟავების შემცველობა ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქტებს შორის ყველაზე მაღალია – 80 %. მისი აქტიური ნივთიერება შეიცავს მაღალი კონცენტრაციით ცილებს, პროლინსა და სერინს, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ მცენარეში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში. ნატურამინი მცენარეს უვითარებს სხვადასხვა სტრეს-ფაქტორებისადმი გამძლეობის უნარს, როგორიცაა, გვალვა, სეტყვა, ფიტოტოქსიკურობა და ა.შ.
- ნატურამინი ხელს უწყობს ცილების, ლიპიდების , ნუკლეოტიდების სინთეზსს, ასევე მისი შემცველი ნივთიერებები უჯრედში ზრდიან ქლოროფილის დონეს, რაც ნიშნავს ფოტოსინთეზის აქტივობის ზრდას და გაუმჯობესებულ მოსავალს.
გამოყენების დოზები:
50-100 გ/100 ლ წყალში