Description
ფენპიროქსიმატი 50 გ/ლ
- ქსაპირო 05 ფართო სპექტრის ინსექტო-აკარიციდია, რომელიც მრავალ სასოფლო-სამეურნეო კულტურაში გამოიყენება: ვაზი, თესლოვანი ხეხილი, კურკოვანი ხეხილი, ციტრუსი, კაკლოვნები, ბოსტნეული, სოიო, დეკორატიული მცენარეებში. მას ახასიათებს კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედება და აკონტროლებს ტკიპების ყველა მოძრავ სტადიას.
- IRAC კლასიფიკაციის მიხედვით, ქსაპირო 05-ის აქტიური ნივთიერება ფენპიროქსიმატი განეკუთვნება 21A ჯგუფს.
- პრეპარატი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა ტკიპების ძირითადი სახეობების მიმართ, როგორიცაა: აბლაბუდიანი ტკიპების სახეობები (tetranychidae), ხეხილის წითელი აბლაბუდიანი ტკიპა (Panonychus ulmi), ციტრუსის წითელი ტკიპა (Panonychus citri), თეთრი ტკიპები (Tarsonemidae) და სხვა. გარდა ამისა, იგი ასევე გამოიყენება ჭიჭინობელების (Empoasca vitis), სათბურის ფრთათეთრებისა (Trialeurides vaporariorum) და მსხლის ფსილების (Cacopsylla pyri) საწინააღმდეგოდაც.
მოქმედების მექანიზმი:
- ქსაპირო 05-ის აქტიური ნივთიერება ფენპიროქსიმატი მიეკუთვნება პირაზოლების ჯგუფს, იგი მოქმედებს ტკიპების განვითარების (ლარვების, ნიმფებისა და ზრდასრული თაობის) ყველა მოძრავ სტადიზე და აფერხებს კვერცხისდების პროცესს. პრეპარატი მოქმედებს კონტაქტურ- ნაწლავური გზით. მიტოქონდრიალური ელექტრონების გადაცემითა და ლიპიდების სინთეზის ბლოკირების დახმარებით, მავნებლებში აღარ მიმდინარეობს ენერგიის გამომუშავების პროცესი, რის შედეგადაც მათ აღარ აქვთ კვების უნარი და ადვილად იღუპებიან.პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- შეასხურებისას საჭიროა სრულად დაიფაროს მცენარის მწვანე ნაწილები ყველა მხრიდან. განსაკუთრებით საყურადღებოა ფოთლის ქვედა მხრიდან შესხურება. არ გამოიყენოთ მოსალოდნელ წვიმის წინ.
- კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შესაბამისად, ტკიპების მიერ ფენპიროქსიმატის იმუნიზაციის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია სხვა აქტიური ნივთიერებების მონაცვლეობა. მაგალითად აბემექტინის გამოყენება.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
-
- არ აქვს უარყოფითი გავლენა სასარგებლო ორგანიზმებზე.
- არ იწვევს ვაშლის ნაყოფებზე ბადის განვითარებას.
- მოქმედებს ტკიპების განვითარების (ლარვების, ნიმფებისა და ზრდასრული თაობის) ყველა მოძრავ სტადიზე.
- აქვს სწრაფი და ეფექტური მოქმედება.
- შესაძლებლია სხვა პესტიციდებთან შერევა და მიმწებებლის გამოყენება.
გამოყენების დოზა:
ვაშლი- წითელი ტკიპა, აბლაბუდიანი ტკიპა
მაქსიმალური დოზა ერთჯერადი გამოყენებისთვის: 1.5 ლ/ჰა
რეკომენდებული დოზა ერთჯერადი გამოყენებისთვის: 1.0 – 1.5 ლ/ჰა
გამოყენების პერიოდი: გამოიყენეთ პრეპარატი მავნებლის გამოჩენისთანავე, იმ ფასებს შორის, როდესაც ნაყოფის ზომა 20 მმ-მდე ზომისაა და როდესაც ნაყოფი საბოლოო ზომის ნახევარია.
თუ მავნებლის მაღალი ფონია, გამოიყენეთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა.
პრეპარატის გამოყენების მაქსიმალური რაოდენობა სეზონზე: 1
წყლის ხარჯვის ნორმა: 750 – 1000 ლ/ჰა