Description
მეტრიბუზინი 700 გ/კგ
როჯერი 70 თანამედროვე, მაღალეფექტური, სისტემური ჰერბიციდია ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესებში. პრეპარატი მაღალეფექტურია ისეთ ორლებნიანი სარეველების მიმართ, როგორიცაა: ჯიჯილაყა, შავთარა, თავცეცხლა, გვირილა და სხვა. ასევე მარცვლოვანი სარეველების მიმართ: მდელოს მელაკუდა, შვრიუკა, თავნასკვა და სხვა. ნაკლებ ეფეტურია ისეთი სარეველების მიმართ როგორიცაა: მინდვრის ნარი, ხვართქლა და ხოვერა.
მოქმედების მექანიზმი:
მცენარეში მოხვედრის შემდეგ როჯერ 70-ის მოქმედი ნივთიერება, მეტრიბუზინი, აქტიურად აფერხებს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას ცილოვანი და ლიპიდური ცვლის მოშლის გზით, რაც იწვევს სარეველების განადგურებას.
მეტრიბუზინი კარგად შეითვისება მცენარის ფესვებისა და წანაზარდების საშუალებით, ასევე, შესაძლებელია მისი შეთვისება ფოთლების საშუალებითაც. გადაადგილდება აკროპეტალურად (მცენარის ძირიდან წვეროსაკენ).
მოქმედების მექანიზმის პრინციპი არის, იმ ელექტრონების გადაადგილების ინჰიბირება, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფოტოსინთეზის პროცესში.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- მაღალეფექტური და ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება ყველაზე მნიშვნელოვანი ფართოფოთლოვანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ, აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომ გამოყენებისას.
- აქვს დაბალი ხარჯვის ნორმა და მაღალი ეფექტურობა და ადვილად და სწრაფად იშლება ნიადაგში.
- უზრუნველყოფს კულტურების დაცვას მოსავლის აღებამდე.
- მაღალეფექტური და გრძელვადიანი დამცავი ეფექტი.
- უსაფრთხოა ფუტკრებისა და გარემოსთვის.
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- რეკომენდებული ხარჯვის ნორმებით გამოყენებისას პრეპარატი უვნებელია კულტურებისთვის;
- პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია ნიადაგის თვისებებზე და დამუშავების დროზე;
- პრეპარატის ეფექტურობისათვის უმნიშვნელოვანესია ნიადაგის ტენიანობა და მომზადების ხარისხი;
- დაუშვებელია პრეპარატის გამოყენების შემდეგ ნიადაგის დამუშავება;
მოქმედების სისწრაფე და ხანგრძლივობა:
ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ჰერბიციდული ეფექტი შესამჩნევია გამოყენებიდან 7-14 დღის შემდეგ. პრეპარატის ეფექტურობა კი მერყეობს 6-8 კვირის განმავლობაში.
გავლენა მომდევნო კულტურებზე (თესლბრუნვის რეკომენდაციები):
- როჯერ 70-ის გამოყენების შემდეგ გადათესვის შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ხახვის, ნიახურის, წიწაკის, კომბოსტოს, სალათის, ისპანახის, ჭარხლის, გოგრის, კიტრის, ნესვის, თამბაქოს და რაფსის დათესვა.
- მომდევნო წელს არ არის რეკომენდირებული ხახვის და ჭარხლის დათესვა, ამ კულტურებისათვის საფრთხე იზრდება თუ ნიადაგის რეაქცია ტუტეა (pH>7.5) და ჰუმუსი 2%-ზე ნაკლებია.
Crop მავნე ობიექტი პრეპარატის ხარჯვის ნორმა (გ/ჰა) Comments Barley კალენდულა, კატისყურა, მინდვრის მდოგვი, ჟუნჟრუკი, ქვათესლა, სიმინდის სპერგულა, დედოფლის თითა, მყრალი მარიგოლდი, ბებრისკონკა, ღოლოს ნაირსახეობები, თეთრი ნაცარქათამა, მინდვრის ენდრო, შავთარა, ქვაპურა, ჰელიოტროპი, დიყი, ფოლორცის ბალახი, გონგოლა, პირთეთრა, ყაყაჩო, საპონელა, ჭინჭარი, წიწმატურა, ღიჭა, სამკუთხა ეკალი, სავარცხელა, ჭილი, ბოლოკურა, შალგი, თივაქასრა, მინდვრის ია, ჯიჯლაყა, ოშოშა, შვრიელა 180 გ (მსუბუქი ქვიშნარი ნიადაგი)
280 გ (საშუალოდ თიხნარი ნიადაგი, 40-60%)
380 გ (მძიმე თიხნარი ნიადაგი, 60%)
გამოიყენეთ ტენიან ნიადაგზე, სანამ სარეველების ზრდის საწყის ეტაპზე, აქტიური ზრდის პერიოდში და როდესაც ქერი 5-ფოთლის ფაზაშია. არ გამოიყენოთ ტუტე, მსუბუქ ქვიშნარ ნიადაგებზე, რომლის pH 7-ზე მეტია.
ქერის ყველა ჯიში, მორელის გარდა კალენდულა, ღოლოს ნაირსახეობები, შავთარა, გონგოლა, ჰელიოტროპი, დიყი, სამკუთხა ეკალი, ჭილი, ბოლოკურა, შალგი, შვრიელა, ნამკალა, თაგვიყანა 135-150 გ Wheat 200 გ ხორბალი, ქერი ჭილი 100 გ გამოიყენეთ, როდესაც სარეველა 2-4 ფოთლის ფაზაშია Oats პარკოსნები კალენდულა, სამკუთხა ეკალი, ბოლოკურა 100-150 გ გამოიყენეთ, როდესაც პარკოსნები მინიმუმ 3-4 ფოთლის ფაზაში არიან. არ გამოიყენოთ მიმწებებელთან ერთად. გამოყენებისას ნიადაგი უნდა იყოს ტენიანი. Potato იგივე რაც ქერის შემთხვევაში და ამას დამატებული: ხმელთაშუაზღვის მდოგვი, თავთეთრა, ჭინჭარი, მიწისქვეშა სამყურა და ღოლოს ნაირასახეობები, ველური შვრია 470 გ გამოიყენეთ წვიმის, ან მორწყვის შემდეგ, როდესაც კულტურას 6 ფოთოლზე მეტი არ აქვს, ან არ არის 10 სმ-ზე მაღალი. ლობიო, ბარდა, ოსპი, ცერცველა იგივე რაც ქერის შემთხვევაში და ამას დამატებული: ხმელთაშუაზღვის მდოგვი, თავთეთრა, ჭინჭარი, მიწისქვეშა სამყურა და ღოლოს ნაირასახეობები, ველური შვრია 470 გ გამოიყენეთ წვიმის, ან მორწყვის შემდეგ, როდესაც კულტურას 6 ფოთოლზე მეტი არ აქვს, ან არ არის 10 სმ-ზე მაღალი. სოიო (რომელიც ირწყვება) პერუს ვაშლი, ჯიჯლაყა, ბირკა, ლემა, მწყერფეხა, კუროსთავი 500 გ გამოიყენეთ თიხნარ ნიადაგებზე. სოიოს ჯიში დავისი პერუს ვაშლი, ჯიჯლაყა, ბირკა, ლემა, მწყერფეხა, კუროსთავი, ველური ბრინჯი, ხვართქლა 750 გ Tomato იგივე რაც ბარდას შემთხვევაში და ამას დამატებული: ველური ბრინჯი, მწყერფეხა, გლერტას ნაირსახეობა, ძაღლყურძენა, ჯიჯლაყა, ცხენის დანდური, კუროსთავი 950 გ გამოიყენეთ ტენიან ნიადაგზე. თეთრი ხანჭკოლა ხმელთაშუაზღვის მდოგვი, კალენდულა, მინდვრის მდოგვი, ჟუნჟრუკი, ჭინჭრის დედას ნაირსახეობები, თეთრი ნაცარქათამა, ჩვეულებრივი შავთარა, ღობის შავთარა, დიყი, საპონელა, სამკუთხა ეკალი, სიმინდის სპერგულა, ჭინჭარი, ჭილი, თივაქასრა, ბოლოკურა, ველური შვრია, შალგი, ღოლოს ნაირასახეობები 400 გ გამოიყენეთ გადარგვის შემდეგ, კულტურის აღმოცენებამდე.