Description
ციპროდინილი 500 გ/კგ
სისტემური მოქმედების ფუნგიციდი თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის დასაცავად. ხასიათდება პროფილაქტიკური და სამკურნალო თვისებებით და მოქმედებს ქეცის, ნაცარის, ალტერნარიოზის, მონილიოზური ნაყოფის სიდამპლის, ყვავილის ჭკნობისა და წებოსდენის წინააღმდეგ.
სხვა პესტიციდებთან თავსებადობა:
თავსებადია პესტიციდების უმრავლესობასთან, ძლიერი ტუტე ან მჟავე რეაქციის მქონე პრეპარატების გარდა. ნარევის მომზადებისას პრეპარატების დამატება წყალში უნდა ხდებოდეს შემდეგი თანმიმდევრობით: დამატენიანებელი ფხვნილი (დფ) (წყალში ხსნად პაკეტებში)→ დამატენიანებელი ფხვნილი (დფ) → პლანტენოლი ნეო, წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგ) → წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგ)(მშრალი დენადი სუსპენზია (მდს)) → სუსპენზიის კონცენტრატი (სკ) (წყალ-სუსპენზიური კონცენტრატი (წსკ))→ სუსპენზიური ემულსია (სე) → ნანოემულსიის კონცენტრატი (ნეკ) (მიკროემულსიის კონცენტრატი (მეკ), მიკროემულსია (მე), ემულსიის კონცენტრატი (ეკ), ზეთიან-წყლიანი ემულსია (ზწე)) → წყალში ხსნადი გრანულები (წხგ)→ წყალში ხსნადი კონცენტრატი (წხკ) (წყალხსნარი) → წყალ-გლიკოლის ხსნარი (წგხ) → ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ზან). ყოველი შემდეგი კომპონენტის დამატება ხდება წინა კომპონენტის სრულად გახსნის (დისპერგირების) შემდეგ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა შესარევი კომპონენტების შემოწმება ქიმიურ თავსებადობაზე და ფიტოტოქსიკურობაზე დასამუშავებული კულტურის მიმართ.
ფიტოტოქსიკურობა: გამოყენების რეგლამენტის დაცვის შემთხვევაში ფიტოტოქსიკური არ არის. გამოყენების რეგლამენტების დაცვისას კულტურული მცენარეები ავლენენ პრეპარატისადმი ტოლერანტობის საკმაოდ მაღალ დონეს.
შეზღუდვები: შეზღუდვები მოსავლის როტაციის/თესლბრუნვის მიხედვით არ აქვს.
რეზისტენტობის გაჩენის შესაძლებლობა: არ არსებობს გამოყენების რეგლამენტის დაცვის შემთხვევაში.
| პრეპარატის ხარჯვის ნორმა, კგ/ჰა | კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი | სამიზნე ობიექტი | გამოყენების ხერხი, დრო და თავისებურებები. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა | ლოდინის პერიოდი (გამოყენების
ჯერადობა) |
| 0,3 | Apple, Pear | ქეცი, ნაცარი, ალტერნარიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში შემდეგ ფაზებში: “მწვანე კონუსი” – ყვავილობის დასასრული 7-10 დღის ინტერვალით. სამუშაო ხსნარის მოცულობა – 1000 ლ/ჰა | 60 (2)
|
| 0,3-0,5 | ალუბალი, ბალი, ქლიავი | მონილიოზური ყვავილის ჭკნობა და წებოსდენა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შესხურება – ყვავილობის დაწყებამდე, შემდეგები – 7-10 დღის ინტერვალით. სამუშაო ხსნარის მოცულობა – 1000 ლ/ჰა | 5 (2) |
| 0,5 | მონილიოზური ნაყოფის სიდამპლე | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: პირველი– დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისას, მეორე – მოსავლის აღებამდე 14 დღით ადრე. სამუშაო ხსნარის მოცულობა – 1000 ლ/ჰა |






