Description
ემამექტინ ბენზოატი 5%
- ეტიკუსი კონტაქტური და ნაწლავური მოქმედების ტრანსლამინარული ინსექტიციდია, რომელიც სწრაფად აღწევს მცენარეულ ქსოვილებში და დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს.
- მოქმედების მექანიზმი: ფოთლებზე შესხურებისას მისი მოქმედი ნივთიერება, ემამექტინ ბენზოატი, აღწევს მცენარის ქსოვილში და მასში გროვდება რეზერვების სახით, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ და ხანგრძლივ აქტივობას მავნებლელთა წინააღმდეგ. ისინი შთანთქავენ ამ ნივთიერებას უშუალოდ კონტაქტის ან ჩაყლაპვის გზით. ეტიკუსი თრგუნავს მატლის განვითარებას კვერცხის შიგნით, ამიტომ შესხურების დაწყება რეკომენდებულია მავნებლის ფრენის და კვერცხდების პერიოდში. ყველაზე ეფექტურია მავნებლის კვერცხის ან მცირე ხნოვანების მატლის ფაზაში.
- პრეპარატის უპირატესობები:
-
- ეფექტურობა ტემპერატურისა და ტენიანობის ფართო დიაპაზონში.
- სწრაფი მოქმედების ეფექტი მავნებლის პეპლისა და მატლის ფაზაში, ოვიციდური ეფექტის გამო კი კვერცხის ფაზაში მატლის განვითარების დათრგუნვა.
- ხანგრძლივი დაცვა
- უსაფრთხოა ენტომოფაგებისთვის (სასარგებლო მწერები) შესხურებიდან 24 საათის შემდეგ.
- ანტერეზისტენტული პროგრამებისთვის წარმოადგენს შეუცვლელ პრეპარატს.
- ეფექტურია ფარულად მცხოვრები პეპლების მატლების (ჩრჩილების) წინააღმდეგ.
- მოქმედების სიჩქარე და ხანგრძლივობა: დამუშავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მავნებლები წყვეტენ მოძრაობას და კვებას, ხოლო 1-3 დღის შემდეგ სრულად იღუპებიან. ეტიკუსის აქტივობა ნარჩუნდება 10-15 დღის განმავლობაში შესაბამისი გარემო-პირობების გათვალისწინებით.
Crop | მავნებელი | გამოყენების დოზა | ლოდინის პერიოდი |
Apple, Pear | ვაშლის ნაყოფჭამია (Codling Moth), მენაღმე ჩრჩილი(Leaf Miner). | 0,4-0,5 კგ/ჰა | 7 დღე |
ატამი, ვაშლატამა (ნექტარინი), გარაგარი | აღმოსავლური ნაყოფჭამია (Oriental Fruit Moth), მენაღმე ჩრჩილი (Leaf Miner), ფოთოლხვევიები(Leafrollers), ატმის ყლორტის ჭია (Peach Twig Borer), ხმელთაშუა ზღვის ბუზი (Mediterranean Fruit Fly), ატმის ბუზი (Peach Fruit Fly) | 0,4-0,5 კგ/ჰა | 7 დღე |
ქლიავი, ტყემალი | ქლიავის ნაყოფჭამია (Plum Fruit moth), აღმოსავლური ნაყოფჭამია (Oriental Fruit Moth), ფოთოლხვევიები (Leafrollers), მენაღმე ჩრჩილი (Leaf Miner) | 0,4-0,5 კგ/ჰა | 7 დღე |
ბალი, ალუბალი | ალუბლის ბუზი (Cherry Fruit Fly), ფოთოლხვევიები (Leafrollers), მენაღმე ჩრჩილი (Leaf Miner), დროზოფილა (spotted-wing drosophila). | 0,5 კგ/ჰა | 7 დღე |
Walnut | კაკლის ნაყოფჭამია (Codling Moth) | 0.4-0,5 კგ/ჰა | 7 დღე |
Hazelnut | ამერიკული თეთრი პეპელა (Fall webworm moth) | 0.3-0.5 კგ/ჰა | 10 დღე |
Olive | ზეთისხილის ნაყოფჭამია (Olive Moth), ჟასმისნის ჩრჩილი (Jasmine Moth), ზეთისხილის ბუზი (Olive Fruit Fly). |
0,5 კგ/ჰა | 7 დღე |
Grape | ყურძნის ჭია (Grapevine Moth) | 0,3-0,5 კგ/ჰა | 10 დღე |
პამიდორი | ბამბის ხვატარი, იგივე კოლოფა ჭია (Cotton Bollworm) | 0,3-0,4 კგ/ჰა | 5 დღე |
Maize | სიმინდის ხვატარი (Corn Earworm), სიმინდის ფარვანა (Corn Pyralid) | 0,3-0,4 კგ/ჰა | 7 დღე |
Sunflower | სიმინდის ხვატარი (Corn Earworm) | 0,3-0,4 კგ/ჰა | 7 დღე |
Cabbage | კომბოსტოს ჩრჩილი (Diamondback Moth), კომბოსტოს ხვატარი (Cabbage Moth), კომბოსტოს თეთრულა (Cabbage White) | 0,2-0,3 კგ/ჰა |
7 დღე |
სოიო, ლობიო და სხვა პარკოსნები | მდელოს ფარვანა (meadow moth), ლობიოს ჩრჩილი (Lima-Bean Pod Borer), ეკლის პეპელა (Thistle Butterfly), სელის ხვატარი (Flax Budworm) | 0,2-0,3 კგ/ჰა |
7 დღე |