Blog

როგორ გაზარდოთ საშემოდგომო ხორბლის წარმოება მნიშვნელოვნად? კვლევის შედეგები

ამინომჟავების შემცველი ბიოსტიმულატორი ნატურამინი, მნიშვნელოვნად ზრდის საშემოდგომო ხორბლის წარმოებას.

ნატურამინი წამყვანი ესპანური კომპანიის, დეიმსას ინოვაციური პროდუქტია, რომელიც 80% თავისუფალ ამინომჟავებსა და 12.8% ორგანულ აზოტს შეიცავს. იწარმოება მიკრო-გრანულების სახით და ახასიათებს წყალში იდეალური ხსნადობა. ნატურამინი აუმჯობესებს მცენარის აქტივობას, როდესაც მას ყველაზე მეტად ესაჭიროება ენერგია და ასევე, მცენარეს ეხმარება სტრესული სიტუაციების დაძლევაში (მაგ. მავნებელ-დაავადებებისგან დაზიანება, ყინვა, გვალვა და ა.შ.). მისი გამოყენება შესაძლებელია ორგანულ სოფლის მეურნეობაში და აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატი.

 

FAO-ს 2021 წლის მონაცემებით, ხორბალი სიმინდისა და ბრინჯის შემდეგ, წარმოებული რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში რიგით მესამე სასოფლო-სამეურნეო კულტურას წარმოადგენდა (770,877,072 ტონა), რაც 1.84 %-ით მეტი იყო, ვიდრე 2020 წელს (756,949,628 ტონა). დღესდღეობით ხორბალი საბაზისო და მნიშვნელოვანი პროდუქტია აგროსასურსათო ჯაჭვში, რომლისგანაც სხვადასხვა შეუცვლელი პროდუქტი იწარმოება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მწარმოებელი ქვეყნების მიერ წარმოებისა და მოსავლიანობის შენარჩუნების აუცილებლობა.

2023 წელს, დეიმსამ ონტარიოს შტატში (კანადა) ჩაატარა კვლევა, რათა დაედასტურებინა ნატურამინის ფოთლოვანი გამოყენების სარგებელი ხორბლის წარმოებაში (Triticum aestivum/ჯიში 25R61).

აღნიშნული კვლევისას, ხორბლის ყვავილობის დასაწყისში, 1 ჰა ფართობზე გაანგარიშებით გამოიყენეს 200 ლიტრ წყალში გახსნილი 300 გრამი ნატურამინი. პრეპარატის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა მოსავლის 10%-იანი ზრდა საკონტროლო ნაწილთან შედარებით, რამაც ჰექტარზე 7013,8-დან 7687,7 კგ-მდე შეადგინა.
მისი გამოყენების შემდეგ, ასევე გაიზარდა მარცვლის სიმკვრივე და მოცულობითი წონა 2.7 %-ით, მშრალი ნივთიერებების ზრდის ხარჯზე.

კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ნატურამინის ფოთლოვანი გამოყენება ყვავილობის დასაწყისში, ზრდის საჰექტრო მოსავლიანობას 10%-ით და უშუალოდ მარცვლის მოცულობით წონასაც.

 

 

სტატიაზე იმუშავა:

აგრონომი: ანა ციქობაძე, დავით დაბრუნდაშვილი

English