How we can improve the yield of berry crops with beneficial microorganisms
მრავალწლიანი გამოცდებისა და კლევების შედეგად, დადასტურებულია, რომ ბიოსტიმულატორები და ბიოსასუქები, რომლებიც მიკროორგანიზმებს შეიცავენ, ხელს უწყობენ კენკრის ხარისხის, ზომისა და წონის გაუმჯობესებას, რაც სრულებით არ არის საზიანო მცენარისთვის. გსურთ ამის შესახებ უფრო მეტის გაგება? მაშინ განაგრძეთ სტატიის კითხვა.
ბოლო წლების განმავლობაში კენკროვანი კულტურების (ჟოლო, მარწყვი, ლურჯი მოცვი და სხვ.) გაყიდვების სტატისტიკა უფრო და უფრო იზრდება, რადგან ისინი გამოირჩევიან როგორც შესანიშნავი გემოვნური თვისებებით და შეიცავენ ადამიანისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. მიუხედავად ამისა, კენკროვან კულტურებზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, წყლის დეფიციტი და ტემპერატურათა ცვალებადობა, რაც იწვევს მოსავლიანობის შემცირებას. გარდა ამისა, კარგად ვიცით, რომ არ არის ადვილი აგრონომიული სფეროს ახალ ტენდენციებზე, მათ შორის, ბიო და მდგრად მიმართულებებზე ფეხის აწყობა.
სწორედ ამაში მდგომარეობს კომპანია სიმბორგის მისია, რომ ფერმერებს დაეხმაროს აგრობიზნესის სწორად მართვასა და მოსავლიანობის გაუმჯობესებაში ისეთი პროდუქტებით, რომლებიც გარემოს არ აზიანებენ და პირიქით, სასარგებლოები არიან მისთვის.
მოსავლიანობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ბიოსტიმულატორებია, რომლებიც დაფუძნებულია არბუსკულარულ მიკორიზულ სოკოზე (Glomus iranicum var. Tenuihypharum). აღნიშნული სოკოს ეს შტამი, ექსკლუზიურადაა დაპატენტებული კომპანია სიმბორგის მიერ და ამყარებს გრძელვადიან სიმბიოზურ ურთიერთობას მცენარის ფესვთა სისტემასთან, რომლის დროსაც იგი წყალსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდის მცენარეს, ფოტოსინთეზის დროს წარმოქმნილი ნახშირწყლების სანაცვლოდ. ეს კი იწვევს ფესვთა სისტემის ზრდასა და გაუმჯობესებას და ისეთი ძირითადი მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას, როგორიცაა ფოტოსინთეზი.
უფრო მეტიც, ეს სიმბიოზური ურთიერთობა საშუალებას აძლევს მცენარეს უფრო მეტი ნახშირორჟანგი (CO2) დაიგროვოს და გააუმჯობესოს წყლისა და საკვები ნივთიერებების გამოყენების ეფექტურობა, რაც მას ეხმარება უკეთ გადალახოს ისეთი აბიოტური სტრეს-ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად წყლის ნაკლებობა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სიმბორგის მიერ სხვადასხვა კულტურებში ჩატარებულმა კვლევებმა მოსავლიანობის მკვეთრი ზრდა აჩვენა. მაგალითად, ესპანეთში მარწყვის კულტურაში მიკორიზული სოკოს გამოყენების შემდეგ, მოსავლიანობა 7%-ით გაიზარდა. სხვა ქვეყნებში ამ ნიშნულმა 12%-ს მიაღწია.
სიმბორგის კატალოგიდან კენკროვანი კულტურების მოსაყვანად განსაკუთრებით შესაფერისია ბიოსტიმულატორები – მაიკოაპი და ტრიქოსიმ ბიო და ბიოსასუქები – ვიტასოილი და კლიმაქსი.
MycoUp დაფუძნებულია არბუსკულარულ მიკორიზულ სოკოზე (Glomus iranicum var. Tenuihypharum) და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიმბიოზურ ურთიერთობას ამყარებს მცენარის ფესვთა სისტემასთან და წყალსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდის მცენარეს, ფოტოსინთეზის დროს წარმოქმნილი ნახშირწყლების სანაცვლოდ. შესაბამისად, მაიკოაპი ზრდის მცენარის ფესვთა სისტემას, აუმჯობესებს ფოტოსინთეზის პროცესს, CO2-ის დაგროვებას, წყლისა და საკვები ნივთიერებების გამოყენების ეფექტურობას. შედეგად კი იზრდება მცენარის პროდუქტიულობა და მოსავლიანობა.
ტრიქოსიმ ბიო კიდევ ერთი ბიოსტიმულატორია, რომელიც შესაფერისია კენკროვანი კულტურებისთვის. იგი შეიცავს სასარგებლო სოკოს, ტრიქოდერმა ჰარზიანუმ T78-ს, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ასევე ასტიმულირებს და სხვადასხვა სოკოვანი პათოგენებისგან იცავს მცენარის ფესვთა სისტემას.
რაც შეეხება ბიოსასუქს, ვიტასოილს – იგი შედგება მიკროორგანიზმების კომპლექსისგან. მას საკვები ნივთიერებები გადაჰყავს ხსნად ფორმაში, აფიქსირებს აზოტს, შეთვისებად ხდის ფოსფორსა და სხვა საკვებ ელემენტებს, ახდენს ნიადაგის რეგენერაციას და აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას.
და ბოლოს, კლიმაქსი არის ბიოსასუქი, რომელიც შედგება მცენარეული წარმოშობის ფულვო მჟავებისგან, ასევე შეიცავს კალციუმს, კალიუმს, რკინას, თუთიას და სპეციალურად შერჩეულ პრებიოტული თვისებების მქონე მოლეკულებს. კლიმაქსი ასევე ზრდის მიკრობულ პოპულაციას და ასტაბილურებს ისეთი მიკროორგანიზმების ჯგუფებს, რომლებიც აუმჯობესებენ მცენარეთა კვებას და ნიადაგის აღდგენას.
დეტალური კონსულტაციისა და პროდუქციაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებაღებად დაგვიკავშირდით: იოტო აგრო www.iotoagro.ge | 0322 11 1717